1.28.2010

"გაუფრთხილდი წყალს, გაუფრთხილდი სიცოცხლეს"

26 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო პრეზენტაცია თემაზე: "Georgian Water & Power და წყლის რაციონალურად დახარჯვა"; ამასთანავე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და "Georgian Water & Power" - ს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმის ფარგლებში Georgian Water & Power შერჩეულ სტუდენტებს სათანადო პრაქტიკული უნარების განვითარებაში დაეხმარება და მაქსიმალურად ხელს შეუწყობს მათ ჩართვას კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში. მემორანდუმი სამომავლოდ საუკეთესო სტუდენტების კომპანიაში დასაქმებასაც ითვალისწინებს. პრეზენტაციაზე ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა განიხილეს და ისაუბრეს " Georgian Water & Power " - ის მიმდინარე პროექტებზე, წყლის მომარაგების სისტემაზე, ხარისხის მართვის კონტროლზე და კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობაზე.

1.27.2010

განახლებული საბიბლიოთეკო სისტემა ილიას უნივერსიტეტში


ილიას უნივერსიტეტი სტუდენტებს განახლებული, ვირტუალური ბიბლიოთეკით სარგებლობის საშუალებას აძლევს. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში აღნიშნული სისტემის ტესტირების პირველი ეტაპი დასრულებულია. პროგრამა ონლაინ სისტემაში უკვე ჩაშვებულია.
განახლებული ვებ-ბიბლიოთეკის უპირატესობა კატალოგი opac.iliauni.edu.ge გახლავთ. აღნიშნული რესურსი, წარმოადგენს კომპლექსურ სისტემას, რომელიც სხვადასხვა პარამეტრების სარგებლობის საშუალებას იძლევა. დარეგისტრირებული სტუდენტები არამხოლოდ ავტორისა და წიგნის დასახელების მიხედვით მოიძიებენ სასურველ ლიტერატურას, არამედ მათთვის საინტერესო ინფორმაციას სფეროებისა თუ საკვანძო სიტყვების მეშვეობით დაეპატრონებიან. კონკრეტული სფეროების შესახებ რუბრიკების არსებობა, გააიოლებს საძიებო სისტემას.
ინტერნეტ კატალოგი უზრუნველჰყოფს სასწავლო პროცესის მსვლელობისას 4000მდე ყველაზე მოთხოვნადი წიგნის ხელმისაწვდომობას.
2010 წლის ბოლოსათვის, განახლებული ონლაინ ბიბლიოთეკა მომხმარებლებს შესთავაზებს უნივერსიტეტის ფონდში დაცული ლიტერატურის ელექტრონულ ვერსიებს. ასევე, იგეგმება წიგნების დაჯავშნისა თუ გამოწერის გამარტივებული სისტემის ჩაშვებაც. უახლოეს მომავალში, განხორციელდება საბიბლიოთეკო სისტემის ქართულ ენაზე თარგმნაც.
ილიას უნივერსიტეტის ინიციატივა- შექმნილიყო ახლებური საბიბლიოთეკო სისტემა , ქართულ რეალობაში ნოვატორული გახლავთ და გათანაბრებულია საერთაშორისო სტანდარტებთან.

წარმატების შანსი

ყოველდღიური ელექტრონული გაზეთი "ახალი 7 დღე" თავისუფალი პრესის პრინციპით ხელმძღვანელობს. მისი ფინანსური პარტნიორია ფონდი "ღია საზოგადოება–საქართველო". გაზეთის ხელმძღვანელები: ხათუნა მაისაშვილი, მაია გოგოლაძე და ლია ტოკლიკიშვილი ილიას უნივერსიტეტის ლექტორები არიან, ხოლო ჟურნალისტები– ამავე უნივერისტეტის მეოთხე კურსის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები.
სტუდენტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად ნოემბრის ბოლოს დაიწყო უფასო ტრეინინგები, ონლაინ ჯურნალისტიკაში. ტრეინინგები ტარდებოდა საგამოძიებო და ანალიზურ ჟურნალისტიკაში, ასევე კულტურაში, ეკონომიკაში და სტილისტიკაში. სულ 20მდე მსურველმა მოიყარა თავი. ბოლოს გამოიცა საპილოტე ნომერი, როგორც ტრეინინგების შედეგი. წარმატებული ტრეინინგების შედეგად სტუდენტები მუშაობას განაგრძობენ გაზეთში "ახალი 7 დღე".

1.26.2010

25 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრეზენტაცია გაიმართა


სტუდენტებმა, რომლებიც სწავლობენ ბიზნეს საფუძვლებს, პრეზენტაცია გამართეს. პრეზენტატორი სტუდენტები გამოდიოდნენ მონაცვლეობით და წარადგენდნენ თავისით დამუშავებულ ბიზნეს გეგმებს. ზოგიერთი პრეზენტატორის ბიზნეს გეგმა შეეხებოდა ტანსაცმლის მაღაზიის გახსნას, ზოგი სასტუმროს ხსნიდა საქართველოს ტერიტორიაზე, ზოგიც კი საქართველოს ავტომბრბოლელთა კლუბს აარსებდა.
პრეზენტატორ სტუდენტებს ბიზნეს გეგმის წარსადგენად 7–დან 10 წუთამდე ეთმობოდათ. აღნიშნულ პრეზენტაციებს აფასებდნენ ბიზნეს საფუძვლების ლექტორი ლაშა ტაბატაძე და გიორგი აბაშიშვილი. პრეზენტატორების მიერ წარმოდგენილ ნამუშევრებზე გაჩენილი შეკითხვა შეეძლო დაესვა ნებისმიერ დამსწრეს. თითქმის ყველა პრეზენტატორს თემებთან ერთად წაროდგენილი ჰქონდათ სლაიდ შოუები ხსენებულ თემებთან დაკავშირებით. სტუდენტები ნამუშევრების მიხედვით შეფასდნენ, რისი მაქსიმუმიც 10 ქულაა.
პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ ლექტორმა განაცხადა, რომ რამოდენიმე ნამუშევარი, რომელიც სხვებთან შედარებით მეტ მოწონებას დაიმსახურებს გავა შემდეგ ტურში, სადაც უკვე გამარჯვებული სტუდენტები სხვადასხვა პრიზებით დასაჩუქრდებიან.


ილიას უნივერსიტეტში 31იანვარს იგეგმება კოტე ყუბანეიშვილის, ალეკო დარჩიაშვილისა და ნიკო გომელაურის ლიტერატურული საღამო, რომელიც ჩატარდება თეატრალურ სარდაფში, მას დაესწრებიან ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები, ორგანიზატორები(უნივერსიტეტის თვითმართველობა), უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. იქიდან გამომდინარე, რომ დარბაზი გათვლილია მაქსიმუმ 100ადამიანზე, დასწრება იქნება შეზღუდული.
საღამოზე იგეგმება სტუდენტებთან ღია საუბარი. შემდეგ კი გაიმართება ”ფურშეტი”. შეხვედრა საბოლოოდ დასრულდება პატარა სურპრიზით, რომელსაც ილიას უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითმართველობა უმზადებს მოწვეულ სტუმრებს.

ოთარ ჭილაძის საღამო


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 29იანვარს გაიმართება ოთარ ჭილაძის საღამო. შეხვედრა ჩატარდება თეატრალურ სარდაფში, მას დაესწრებიან მოწვეული კრიტიკოსები, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, თვითმართველიბა და სტუდენტები.
საღამოზე მოხდება ოთარ ჭილაძის წიგნის "100 ლექსი" პრეზენტაცია და მოკლე დოკუმენტური ფილმის ჩვენება თავად ავტორზე. ასევე სავარაუდოდ საღამოზე უნივერსიტეტის სტუდენტები წაიკითხავენ საკუთარ ლექსებს.
საღამოს გააფორმებს ცოცხალი შესრულება როიალზე, ბოლოს გაიმართება ფურშეტი. ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ ჩატარდება შეხვედრა აუცილებლად მოგაწვდით.

1.20.2010

სამოქალაქო საზოგადოება ახალ მედიაში


სამშაბათს, 22 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" გაიმართა ვებგვერდი "azrebi.ge" -ს პრეზენტაცია.
ყველა ექსპერტული შეფასებით, დღეს საქართველოში არ არსებობს საჯარო სამოქალაქო სივრცე, რომელიც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პრობლემებზე შეუზღუდავი დისკუსიისა და არაიერარქიული თვითგამოხატვის საშუალებას მოგვცემს. azrebi.ge ამას უზრუნველყოფს 11 სხვადასხვა მსოფლმხედველობისა და გამოცდილების მატარებელი "მასპინძლის" საშუალებით, რომლებიც ვებგვერდზე არა მარტო საკუთარ ტექსტებსა და პრეზენტაციებს აქვეყნებენ, არამედ, აქვთ ექსკლუზიური უფლება შესთავაზონ თქვენ მიერ დაწერილი ტექსტები და ვიდეო-პრეზენტაციები azrebi.ge-ს მკითხველებსა და მაყურებლებს. ჩვენი მასპინძლები არიან: ნინია კაკაბაძე, სიმონ ჯანაშია, რატი ამაღლობელი, გიგა ზედანია, დავით აფრასიძე, ლაშა ბურაძე, ეკა კვესიტაძე, ნინო დანელია, ლაშა ბაქრაძე, კახა კურტანიძე, ლევან ღამბაშიძე

ჟურნალ ”სოლიდარობის” ავტორებისა და ექსპერტების შეხვედრა ჩვენს სტუდენტებთან


ხუთშაბათს 24 დეკემბერს, წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ჟურნალ „სოლიდარობის" ავტორებს.

ერთ-ერთმა ავტორმა, ფრიდონ საყვარელიძემ, წაიკითხა მოხსენება „ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები"; ამასთანავე, ჟურნალ „სოლიდარობის" ავტორებმა და ექსპერტებმა - ნინო დანელიამ, ნინია კაკაბაძემ, ლაშა ბაქრაძემ ისაუბრეს ჟურნალთან თანამშრომლობის ისტორიაზე და გამოცემის სამომავლო განვითარების შესაძლებლობებზე.
ჟურნალი "სოლიდარობა" აშუქებს ეთნიკურ და რელიგიურ საკითხებს, ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, ინტეგრაციის, სოციალური თანასწორობისა და დემოკრატიის განვითარების თემატიკას. ამ საკითხებზე დისკუსია სტუდენტებსა და ჟურნალის ავტორებს შორის გაიმართა.