1.27.2010

განახლებული საბიბლიოთეკო სისტემა ილიას უნივერსიტეტში


ილიას უნივერსიტეტი სტუდენტებს განახლებული, ვირტუალური ბიბლიოთეკით სარგებლობის საშუალებას აძლევს. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში აღნიშნული სისტემის ტესტირების პირველი ეტაპი დასრულებულია. პროგრამა ონლაინ სისტემაში უკვე ჩაშვებულია.
განახლებული ვებ-ბიბლიოთეკის უპირატესობა კატალოგი opac.iliauni.edu.ge გახლავთ. აღნიშნული რესურსი, წარმოადგენს კომპლექსურ სისტემას, რომელიც სხვადასხვა პარამეტრების სარგებლობის საშუალებას იძლევა. დარეგისტრირებული სტუდენტები არამხოლოდ ავტორისა და წიგნის დასახელების მიხედვით მოიძიებენ სასურველ ლიტერატურას, არამედ მათთვის საინტერესო ინფორმაციას სფეროებისა თუ საკვანძო სიტყვების მეშვეობით დაეპატრონებიან. კონკრეტული სფეროების შესახებ რუბრიკების არსებობა, გააიოლებს საძიებო სისტემას.
ინტერნეტ კატალოგი უზრუნველჰყოფს სასწავლო პროცესის მსვლელობისას 4000მდე ყველაზე მოთხოვნადი წიგნის ხელმისაწვდომობას.
2010 წლის ბოლოსათვის, განახლებული ონლაინ ბიბლიოთეკა მომხმარებლებს შესთავაზებს უნივერსიტეტის ფონდში დაცული ლიტერატურის ელექტრონულ ვერსიებს. ასევე, იგეგმება წიგნების დაჯავშნისა თუ გამოწერის გამარტივებული სისტემის ჩაშვებაც. უახლოეს მომავალში, განხორციელდება საბიბლიოთეკო სისტემის ქართულ ენაზე თარგმნაც.
ილიას უნივერსიტეტის ინიციატივა- შექმნილიყო ახლებური საბიბლიოთეკო სისტემა , ქართულ რეალობაში ნოვატორული გახლავთ და გათანაბრებულია საერთაშორისო სტანდარტებთან.

0 კომენტარი: