12.25.2009

იოზეფ ჰაიდნის სახელთან დაკავშირებული გამოფენა

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის

ფარგლებში გაიხსნა ახალგაზრდა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, რომელიც ეძღვნება ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორის იოზეფ ჰაიდნის ცხოვრებასა და შემოქმედებას. გამოფენა გაიხსნა 2009 წ. 16 დეკემბერს, აკადემიის საგამოფენო დარბაზში. გამოფენის საზეიმო დახურვა და გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა 23 დეკემბერს, 16.00 სთ–ზე. მოწვეულ სტუმრებს შორის იყო მუსიკოსი, რუსუდან ქუთათელადზე. 35 მონაწილედან ერთი გამარჯვებული გამოვლინდა. ანი გურამიშვილმა 4 ფერწერული ტილოთი "ჰაიდნის სერია წელიწადის დრონი" პირველი ადგილი მოიპოვა. ყველა მონაწილეს გადაეცა საჩუქარი.

ორგანიზატორების თქმით, ავტორების თანხმობის შენთხვევაში, ნამუშევრები 24-25 დეკემბერს გამოიფინება, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში.

12.24.2009


”ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი”


საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელწოდების შეცვლისა და მისთვის ”ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის” სახელწოდების მინიჭების შესახებ დადგენილება უკვე ძალაშია.
ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნიერსიტეტისა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის გაერთიანების შემდეგ, 2006 წლის 15 თებერვლის დადგენოლებით ” ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი” ეწოდა. დაახლოებით სამი წლის შემდეგ დადგენილება კვლავ შეიცვალა და ახალი სახელწოდება უკვე მოქმედებს , რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ არის დადგენილი.

12.22.2009

საქართველო-საფრანგეთის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის 2009 წლის მუშაობის შედეგები


16 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პრეზენტაციაზე საქართველო-საფრანგეთის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის 2009 წლის მუშაობის შედეგები წარმოადგინეს.
მსოფლიო მნიშვნელობის კვლევებმა აჩვენა, რომ ბონდის მღვიმეში ნაპოვნია ძველი, ზედა პალეოლითისთვის ყველაზე ადრეული, 35 000 წლით დათარიღებული ქსოვილი - ძაფი.
ბონდის მღვიმე წარმოადგენს ზედა პალეოლითელ ადამიანთა სადგომს, სადაც დადგენილია სელისა და ქსოვილის უძველესი კვალი. უნდო კლდე უნიკალურ მღვიმურ სადგომია. მღვიმეში არსებული ბუნებრივი კაწრული, კლდეზე გამოვლენილი სიმბოლური ნაკაწრები გვაძლევენ საშუალებას ვივარაუდოთ, რომ სადგომი გამოიყენებოდა რიტუალის შესასრულებლად. ჭიათურის მღვიმეებში აღმოჩნდა ახალი, მრავალფენიანი მღვიმური ძეგლი . ნალექდაგროვებაზე დიდ გავლენას ახდენდა მიწისძვრები და სეისმური პროცესები. ეს ფაქტი საფუძველს გვაძლევს, კვლევები წარიმართოს პალეო, არქეო-სეისმოლოგიის მიმართულებით.

12.16.2009

კულტურული ღონისძიებები 2010 წელთან შესახვედრად

ახალი წელი ახლოვდება და ილუმინაციებით განათებულ თბილისში საახალწლო განწყობა იგრძნობა. საინტერესოა, რა კულტურული ღონისძიებები იგეგმება, სად, როგორ და რა ფასად შეგვიძლია გავატაროთ ახალი წლის საღამო და როგორ შევხვდეთ 2010 წელს.

ახალი 2010 წლის შესახვედრად უამრავი ღონისძიება იგეგმება. 25 და 26 დეკემბერს შარდენზე კონცერტებია დაგეგმილი. 31 დეკემბრის საღამოს კი რუსთაველზე ახალი წლის შესახვედრად გაიმართება გრანდიოზული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ. საახალწლო ბაზრობა და პატარ–პატარა ღონისძიებები თბილისის სხვადასხვა უბნებში 7 იანვრამდე გაგრძელდება. თუმცა მანამდე 22, 23 და 24 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სერიალ „შუა ქალაქში“–ს მსახიობების მონაწილეობით წარმოდგენილი იქნება იუმორისტული ნომრები დასაწყისი 18:00 სთ–ზე. ასევე იგეგმება ლადო ათანელის საქველმოქმედო კონცერტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში,რომელიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. დასაწყისი 19:00 სთ–ზე.

სასტუმრო ”რედისონი” ახალი წლის ღამეს

სასტუმრო „რედისონი“ ახალ წელს პირველად ხვდება.პირველი ახალი წელი კი განსაკუთრებული და დამახასიათებელი უნდა იყოს „რედისონის“ და მისი ყველა სტუმრისთვის. საახალწლო მიღება აქ 12 სთ–დან დაიწყება. სამ ნაწილიანი საღამოს კულმინაცია ბრაზილიური, ცეცხლოვანი შოუ იქნება. აქ ახალი წლის ღამის გატარება 130 დოლარი ღირს.

საახალწლო პროგრამა კლუბებში

ვისაც სურვილი აქვს ახალი წელი კლუბში გაატაროს, არჩევანის გაკეთება მოუწევს. თბილისი ამ მხრივაც მრავალფეროვანია. კლუბი G.U.R.U. საახალწლოდ სამ დღიან ფესტივალს ატარებს. 31 დეკემბერს G.U.R.U.-ში მარკ ივენის საღამოა. პირველ იანვარს კი იმართება after party. იქნება დაჯილდოებებიც. ეს ყველაფერი G.U.R.U.-ს სტუმრებს 100 ლარი დაუჯდებათ.

ვინც არჩევანს ivent house-ზე გააკეთებს ახალ წელს პალოვ სპელარის მუსიკის თანხლებით გაატარებს. პალოვ სპელარი საქართველოს ხუთკაციანი ბენდით მეორედ ეწვევა, 2006 წლის ბლექსი–ჯაზ ფესტივალის შემდეგ. საახალწლო საღამოზე დასასწრები ბილეთები უკვე გაყიდულია.

კრეატიული კომპანია „მოროშკინა“ და პარტნიორები ახალი წლის ღამეს ყველაზე ხალხმრავალ მეჯლისზე გეპატიჟებიან. შოუ აქ 11 სთ–ზე დაიწყება და დილის 8 სთ–მდე გაგრძელდება. ნაჩვენები იქნება ლამაზი შოუ, მოეწყობა მეჯლისი, იქნება ცოცხალი ორკესტრი, დაიდგმევა ბევრი სკეტჩი და რაც მთავარია იქნება პრიზებიც.

საახალწლო აფიშა კინოთეატრებში

რაც შეეხება კინოთეატრებს გაგაცნობთ საახალლო აფიშას: კინოთეატრი რუსთველი გთავაზობთ შემდეგ კინოებს: „გაღმა ნაპირი“, „ყველაფერი კარგად იქნება“, „ამანათი“, „პლანეტა 51“ და „2012“. კონოთეატრ ამირანში საახალწლოდ შეგეძლებათ იხილოთ „ახალი მთვარე“ და „2012“ ხოლო კინო საქართველოში კი საახალწლოდ იქნება „ჭიანჭველების რისხვა“, „ყველაფერი კარგად იქნება“ „გაღმა ნაპირი“და „2012“. ასავე საახალწლოდ კინოთეატრებში ნაჩვენები იქნება „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“ მეორე ნაწილი, რომლის გადაღებებიც ჯერ არ დასრულებულა. რეჟსორების თქმით მეორე ნაწილი უფრო სახალისო და საინტერესო იქნება. კინოთეატრებში ჯეოსელის ერთ–ერთი აქციის „ზუმის“ წევრებისთვის შეღავათები საახალწლოდაც გრძელდება, რომელიც არა მარტო სტუდენტებზე, არამედ ჯეოსელის ნებისმიერ აბონენტზე ვრცელდება. თუ ხარ ზუმის წევრი 1=2–ს, ანუ ყოველ სამშაბათს ზუმის წევრებისთვის ერთი ბილეთის ფასად ორი ბილეთის შეძენაა შესაძლებელი.

თეატრებში

საახალწლოდ ნაჩვენები იქნება სპექტაკლები თბილისის სხვადასხვა თეატრებში. თუ გადაწყვიტეთ, რომ ახალი წლის საღამო, რომელიმე თეატრში გაატაროთ, გაგაცნობთ რამდენიმე თეატრის აფიშას: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი საახალწლოდ გთვაზობთ „სიყვარულის ანატომია“–ს დასაწყისი 20:00 სთ–ზე. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში ნაჩვენები იქნება „სტუმარი“, დასაწყისი 19:45 სთ–ზე. თავისუფალ თეატრში საახალწლოდ შეგეძლებათ უყუროთ „ჯინსების თაობას“ 19:00სთ–ზე, გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გათავაზობთ სპექტაკლს სახელწოდებით „მწირი“ დასაწყისი 18:00სთ–ზე. ვ. აბაშიძის სახელმწიფო თეატრი გთავაზობთ კომედიას „გაყრა“.ხოლო რაც შეეხება მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრს, მასში საახალწლოდ გადის კონოპრემიარა „კამინო რეალი“ დასაწყისი 19:00სთ–ზე.

კონკრეტულად სტუდენტებისთვის ამ ეტაპზე არც მერიის და კულტურის სამინისტროს პროგრამაში და არც კინოთეატრებში რაიმე მნიშვნელოვანი შეღავათები არ იგეგმება, გარდა ზუმის აქციისა და საახალწლო ფასდაკლებებისა ტანსაცმლის, საყოფასცხოვრებო ტექნიკისა და აქსესუარების მაღაზიათა სხვადასხვა ქსელში, რაც არამარტო სტუდენტებზე, არამედ ყველა მომხმარებელზე ვრცელდება. ასე რომ, არჩევანი თქვენზეა, სად და როგორ შეხვდებით თეთრი ვეფხვის წელიწადს, ჩვენ კი წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს.

ავტორები:

მარი პერტაია

ქეთი ჩოხელი

ნინო ჩხაიძე

ნანა ბებია

12.09.2009

რა? სად? როდის? დასრულდა


სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით გამართული ინტელექტუალური თამაშის რა? სად?როდის? ბოლო ფინალური ეტაპი გაიმართა სააქტო დარბაზში.წამყვანის ამპულაში გახლდათ თვითმმართველობის წევრი ლევან ბერიძე.ჟიურის წევრები იყვნენ :თვითმმართველობის პრეზიდენტი ილია გოგლიძე,გენერალური მდივანი ნინო რაჭველიშვილი და ვიცე პრეზიდენტები სანდრო ცაბუტაშვილი და როსტომ ხოზრევანიძე.
შემოდგომის სეზონის ინტელექტუალის ტიტული მიენიჭა გუნდს "დორიან გრეი". გამარჯვებულ გუნდს გადაეცა 1-ლი ადგილის სიგელი,მაისური უნივერსიტეტის ლოგოთი ,წიგნი"მსოფლიო ლიტერატურა-რჩეული მოთხრობები" და გარდამავალი თასი.მეორე ადგილზე გასული გუნდი "ჰიბრიდი" სიგელით,მაისურითა და ტარიელ ჭანტურიას ლექსების კრებულით დაჯილდოვდა.მესამე ადგილზე გასული გუნდი "სპექტრი" ისევე როგორც სხვა დანარჩენი სიგელითა და მაისურით დაჯილდოვდა.
ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? გაზფხულამდე დაემშვიდობა სტუდენტებს.

დიდი ბრიტანეთის ელჩის საჯარო ლექცია



8 დეკემბერს, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბრიტანეთის ელჩმა დენის კიფიმ წაიკითხა საჯარო ლექცია "დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა კავკასიაში". ელჩის განმარტებით, დიდი ბრიტანეთის ინტერესი კავკასიის რეგიონის მიმართ ძირითადად სამი მნიშვნელოვანი თემით არის განპირობებული: - ევროპის მომავალი, უსაფრთხოების მომავალი და რუსეთის მომავალი. აქედან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთისათვის ძლიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და მთელი კავკასიის რეგიონში დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოების არსებობა. დენის კიფიმ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა და მიმოიხილა აგვისტოს ომის კონკრეტული შედეგები. მისივე თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაცია ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას.

12.08.2009

ემზარ ჯგერენაიას მოხსენება ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში

4 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ემზარ ჯგერენაიამ წაიკითხა მოხსენება, სახელწოდებით ”სიცოცხლის დასასრულის ორი ეპისტემე ქართულ კულტურაში”. მოხსენება გაიმართა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში”, რომლის თემაც იყო ქართული კულტურის წარმოშობა, მისი განვითარების ეტაპები და ღირებულებათა ნორმები. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

უცხოელი სტუდენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში

სტუდენტურგაცვლითი პროგრამები მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ზოგიერთ პროგრამაში კი საქართველოც მონაწილეობს. როგორც წესი, ჩვენთან სტუდენტური გაცვლების ინიციატორები განათლების სამინისტრო, სხვადასხვა ქვეყნების საელჩოები, ან უმაღლესი სასწავლებლები არიან. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების რიცხვი იზრდება. ამჟამად საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოეთის ქვეყნების 1608 მოქალაქე სწავლობს. ამის შესახებ 28 ივნისს საკომიტეტო მოსმენაზე საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ ნოდარ გრიგალაშვილმა განაცხადა. გასულ წელს ჩვენთან 280 უცხოელი სტუდენტი ცხოვრობდა, ხოლო მიმდინარე წელს მათი რიცხვი ორი ათასს მიუახლოვდა.ეს ადამიანები თავიანთ გადაწყვეტილებას ძირითარად საქართველოში სწავლის დაბალი ღირებულებით ხსნიან. ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აზიის ნაკლებად განვითარებული ქვეყნების გარდა საქართველოში სასწავლებლად თურმე ევროპელი სტუდენტებიც კი ჩამოდიან.
ავტორები:
ჩოხელი ქეთი
პერტაია მარი.

სემინარი სტუდენტებისთვის

ოთხშაბათს, 9 დეკემბერს, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება სემინარი, რომელსაც ატარებს, თანატოლთა განათლება შიდსის ცენტრი, გლობალ ფონდის დახმარებით. სემინარი შეეხება IF შიცს, მარკომანიას, ტუბერკულიოზს, SGGI.
სემინარი ჩატარდება A101 აუდიტორიაში, 3 საათზე. მიუხედავად ოთახის ზომის სიმცირისა, ორგანიზატორები დაახლოებით 100-მდე დამსწრეს ელოდებიან, დასწრება თავისუფალია.
სემინარს წაიკითხავს ანა სამსონია, ხოლო მოკლე მოხსენებით გამოვა ამავე უნივერსიტეტში არსებული თვითმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტანენტის თავმჯდომარე სოფო ძოწენიძე.

''ნარდის ტურნირი'' ჭავჭავაძის უნივერსიტეტში.

იწყება ''ნარდის ტურნირი'' მოყვარულთა შორის,ჭავჭავაძის უნივერსიტეტის მაშტაბით,როგორც ვაჟთა ასევე გოგონათა შორის.ტურნირის ორგანიზატორები არიან:სტუდენტური თვითმართველობა და საქართველოს ნარდის ეროვნული ფედერაცია(სნეფი).
განცხადებები მიიღება 12დეკემბრამდე.დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველებმა მიმართეთ სტუდენტურ თვითმართველობას c329 აუდიტორიაში,ან დაუკავშირდით ზვიად ამირანაშვილს შემდეგ ნომერზე-893 610-691.

საქველმოქმედო აქცია "მე-შენთვის"

პირველების და თბილისის მერიის ერთობლოვი, ნომერ მერვე საქველმოქმედო აქცია, "მე-შენთვის"გაიმართა 29 ნოემბერს, შარდენზე,რომელიც მიზნად ისახავდა გრემის ბავშვთა სახლის დახმარებას.აქციაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ ივანე ჯავახიშვილის და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტები.მონაწილეობდნენ ასევე მუსიკალური ჯგუფები:”ფრანი”, ”ფიც-ვერცხლი”, ჯეოსტარელები და ახალგაზრდა მომღერლები.აქცია სისტემატიური სახის არის და მსგავს ღონისძიებას თბილისის მერია გაზაფხულზე კვლავ გეგმავს.აქციაში მოგროვებული თანხით სავარაუდოდ ისევ ბავშვთა სახლს დაეხმარებიან.

უნიკინო

ამაწლის 1 ივნისს ჭავჭავაძის უნივერსიტეტში კინო-კლუბი "უნიკინო" გაიხსნა. მას შემდეგ ყოველ პარასკევს სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მსოფლიო კინემატოგრაფიის შედევრები იხილონ.ილია ჭავჭავძის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ბატონი გიგი თევზაძე აზრით "უნიკინო" ხელს შეუწყობს სტუდენტების ცხოვრებისეული თვალსაწიერის გაფართოვებას და ზოგად განათლებას. ჩვენება გადის პარასკევობით 18 საათზე,რადგან ამ დროს სტუდენტების უმრავლესობა თავისუფალია. უნიკინოს უკვე ჰყავს მუდმივი მაყურებელი, რომლებიც თითქმის ყველა ჩვენებას ესწრებიან. მათი თქმით ამ პროექტმა უფრო გაალამაზა სტუდენტური ცხოვრება.
ფილმების შერჩევაში სტუდენტებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება თუ unmailto:unikino@iliauni.edu.ge მისამართზე გააგზავნიან თავიანთ შეთავაზებებს.
პარასკევს 11 დეკებბერს კი ”უნიკინო” წარმოგიდგენთ ფილმს "დონ ჟუან დე მარკო" ჯონი დეპის, მარლონ ბრანდოს, ფეი დანაუეის მონაწილეობით. ფილმი არის რომანტიკული მელოდრამა, რომელიც ხანში შესული ექიმი-ფსიქიარისა და მისი ახალგაზრა პაციენტის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. ახალგაზრდა პაცინტი, რომელიც თავს დონ ჟუანად მიიჩნევს , ექიმს ახალგაზრდულ სულს, სიხალისესა და იმედს უბრუნებს.
რაც მთავარია კინოჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.

12.06.2009

ჭავჭავაძელების დებიუტი მხიარულთა და საზრიანთა კონკურსში.

მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი-ში საქართველოს ჩემპიონატი კვლავ დაიწყო, რომლის ორგანიზატორია მხიარულთა და საზრიანთა ფედერაციის პრეზიდენტი და ხელმძღვანელი ”ასტამა”.
კონკურსი საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის წითელ დარბაზში გაიმართა.
მონაწილეობას იღებს 10 გუნდი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. კონკურსის პირველ დღეს მონაწილეობას იღებდა სამი გუნდი: ” ვიკინგები” -თბილისიდან, ”პიკასოს ბიჭები”-ქუთაისიდან და გუნდი ”ლეგენდა”-რომელიც ილია ჭავჭვაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდია. კონკურსის პირობის თანახმად პირველ ტურს ერთ-ერთი გუნდი უნდა გამოეთიშოს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს კონკურსი რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის გუნდი პირველად იღებს მონაწილეობას. კონკურსი ძალზედ აზარტულად მიმდინარეობდა.
”ლეგენდას” გულშემატკივართა დიდი არმია ჰყავდა, რომლებიც მხურვალე ტაშს და გამამხნევებელ შეძახილებს არ აკლებდა. გუნდებმა რამდენიმე ნომინაცია წარადგინეს. მათ გამოსვლებს კომპეტენტური ჟიური აფასებდა. საბოლოო შეფასებით და ქულების დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გუნდ ” ლეგენდას” ყველაზე დაბალი ქულა ჰქონდა და კონკურსის დატოვება მას უწევდა.
ჟიურის ერთერთმა წევრმა ვინიმ საკუთრ შეფასებაში ხაზი გაუსვა გუნდ ” ლეგენდას” სიძლიერეს და სამომავლო პოტენციალს.
აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ”ლეგენდას” გერდზე ედგა უნივერსიტეტის თვითმართველობა.

12.01.2009

სტუდენტთა გამოკითხვა

თვითმმართველობა აქტიურ ღონისძიებებს ატარებს სტუდენტთა აზრის გასაგებად. დაახლოვებით 1200 პირველ კურსელი გამოკითხეს ტესტირების სახით, რათა დაადგინონ თუ რას ითხოვენ ისინი თვითმმართველობისგან. როგორც ღმოჩნდა სტუდენტთა უმეტესობა ცეკვებისა და სიმღერების შესწავლითაა დაინტერესებული.ამგვარი წრეების შექმნა გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სრულიად თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან და სტუდენტურ კლუბებს მხოლოდ თვითმმართველობა აფინანსებს. უახლოეს მომავალში იგეგმება სილამსზის კონკურსის და შიდა საუნივერსიტეტო სპორტული შეჯიბრების ჩატარება.