12.25.2009

იოზეფ ჰაიდნის სახელთან დაკავშირებული გამოფენა

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის

ფარგლებში გაიხსნა ახალგაზრდა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, რომელიც ეძღვნება ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორის იოზეფ ჰაიდნის ცხოვრებასა და შემოქმედებას. გამოფენა გაიხსნა 2009 წ. 16 დეკემბერს, აკადემიის საგამოფენო დარბაზში. გამოფენის საზეიმო დახურვა და გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა 23 დეკემბერს, 16.00 სთ–ზე. მოწვეულ სტუმრებს შორის იყო მუსიკოსი, რუსუდან ქუთათელადზე. 35 მონაწილედან ერთი გამარჯვებული გამოვლინდა. ანი გურამიშვილმა 4 ფერწერული ტილოთი "ჰაიდნის სერია წელიწადის დრონი" პირველი ადგილი მოიპოვა. ყველა მონაწილეს გადაეცა საჩუქარი.

ორგანიზატორების თქმით, ავტორების თანხმობის შენთხვევაში, ნამუშევრები 24-25 დეკემბერს გამოიფინება, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში.

2 კომენტარი:

Unknown said...

ისე უცნაური ხალხი ხართ ბლოგს წერთ და მკითხველი არ გაინტერესებთ . ასე შემთხვევით გუგლის მიერ შემოგდებულ ვიზიტორების იმედად ხართ. მიხედეთ ცოტა ამ საქმეს და ისწავლეთ როგორ გახადოთ ბლოგი ფართო მკითხველისთვის ხელმისაწვდომი . ამ კომენტარებს ჩემთვის კი არ ვწერ. ჩემს ბლოგს ისედაც ყავს მკითხველი
თემატიკა მომწონს ამ ბლოგის და არ მომწონს რომ ასე უდგებით საქმეს.

mariam skhirtladze said...

gaixare ase rom zrunav chvenze magram es savarjiso da samecadino blogia, aq davalebebi itvirteba dzvirfaso, da tu chveni shesadzleblobebi gainteresebs chven pirad blogebs estumre :)