11.25.2009

"რა? სად? როდის?" - იწყება


16 ნოემბერს დაიწყო რეგისტრაცია ინტელექტუალურ თმაშ "რა? სად? როდის?" - ზე, რომლის ორგანიზატორიც ი. ჭვჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობაა. ინტელექტუალურ თამაშ "რა? სად? როდის?" – ზე მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას 1 – დან მე – 4 კურსის ჩათვლით. სულ წარმოდგენილი იქნება 3 ჯგუფი, თითოეულ ჯგუფში 8 გუნდით. ინტელექტუალური თამაში ერთ კვირას გასტანს. ჟიურიში წარმოდგენილი იქნებიან თვითმმართველობის წევრები და დასკვნით ეტაპზე მოწვეული სტუმარი. გამარჯვებულ გუნდს მიენიჭება შემოდგომის სეზონის ინტელექტუალის ტიტული, ხოლო მათ, ვინც ვერ შეძლო და ვერ მიიღო მონაწილეობა შემოდგომის სეზონში, შანსი ეძლევათ მოემზადონ გაზაფხულის სეზონისათვის. ინტელექტუალური თამაში "რა?სად?როდის?" გაიმართება სააქტო დარბაზში. დაწრება თავისუფალია.

ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის კალათბურთელთა გუნდმა ლიგის პირველობა მოიგო

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და სპორტის დეპატამენტის ხელშეწყობით ჩატარდა სტუდენტური ლიგის პირველობა კალათბურთში. თამაშები გაიმართა მიხეილ კეკელიძის სახელობის ბავშვთა კალათბურთის სასახლეში. ტურნირში მონაწილეობა მიიღო ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდმა. ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სხვა უნივერიტეტების გუნდებიც.
ილია ჭავჭავაძის უნივერიტეტის კალათბურთელებმა დაამარცხეს აგრარული უნივერსიტეტის გუნდი და ლიგის გამარჯვებულნიც გახდნენ. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულმა გუნდა ყველა სხვა შეხვედრაც მოგებით დაამთავრა.
ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდის წევრები დააჯილდოვეს ოქროს მედლებით, ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად მერაბ მაჭავარიანი, ილია ჭავაჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი დასახელდა. მეორე ადგილი მოიპოვა ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის გუნდმა, მესამე ადგილი აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა.

უნივერსიტეტის თვითმმართველობა

თვითმართველობა

საქართველოს ყველა უმღლეს სასწავლებელში ფუნქციონირებს სტუდენტური თვითმმართველობა. ესაა სტუდენტური საბჭო,რომელსაც განსაკუთრებული ვალდებულებები აქვს უნივერსიტეტის სტუდანტთა წინაშე.
სტუდენურ თვითმმართველობას ნებაყოფლობით ირჩევენ შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტები ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე. საქართველოს კანონის "უმაღლესი განათლების შესახებ" 45-ე მუხლში მოცემულია ვალდებულებები, რომელთა აღსრულებაც ევალება სტუდენტურ თვითმმართველობას.

თვითმართველობა ჩვენს უნივერსიტეტში

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამჟამად მოქმედი სტუდენტური თვითმმართველობა 2008წლის 27 ნოემბრიდან ფუნქციონირებს. თვითმმართველობა 83 წევრისაგან შედგება და მისი პრეზიდენტი ამავე უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი ილია გოგლიძეა. სტუდენტური თვითმმართველობის დებულების თანახმად, თვითმმართველობის წევრობა მე-2 თავის მე-7 მუხლში შემდეგნაირად არის განმარტებული: "თვითმმართველობის წევრობა მოიპოვება სტუდენტების მიერ ფაკულტეტებზე ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე. უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს აქვს უფლება აირჩიოს ან არჩეულ იყოს თვითმმართველობაში. თვითმმართველობის ვადა გავისაზღვრება 2წლით.”
სტუდენტების უმეტესობას აინტერესებს როგორ უნდა გაწევრიანდნენ თვითმმართველობაში და რა როლს შეასრულებენ ისინი ? სწორედ ამ კითხვაზე პასუხობს მათ თვითმმართველობის პრეზიდენტი ილია გოგლიძე: ”პირველ რიგში, როცა სტუდენტი ინტერესდება თვითმმართველობით ის უნდა მოვიდეს ჩვენთან, არჩევნების ჩატარებამდე ჩვენ მას გავაცნობთ თვითმმართველობის სტრუქტურას, გავაწევრიანებთ როგორც საპატიო წევრს და ჩავრთავთ სხვადასხვა ღონისძიებაში. ყველა დაინტერესებულ სტუდენტს ვაძლევთ შანსს, რათა მან მოახდინოს თავისი თავის რეალიზაცია, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ სტუდენტთან თანამშრომლობისათვის, მთავარია მათი მონდომება, იდეები და სურვილი ჩვენთან ურთიერთობისა. ხოლო როცა შეგვიწყდება ჩვენ უფლებამოსილება, მაშინ შეეძლებათ მათ კენჭი იყარონ თვითმმართველობის არჩევნებში.
სტუდენტურ თვითმმართველობაში შეადგინეს ანკეტები სტუდენტთა გამოკითხვის მიზნით, რიომლის მეშვეობითაც თვითმმართველობა შეძლებს უფრო მეტი გაიგოს სტუდენტთა სურვილებისა და იდეების შესახებ. როგორც გენერალურმა მდივანმა, ნინო რაჭველიშვილმა აღნიშნა ამ გამოკითხვის მიზანია სტუდენტებმა გაიგონ თვითმმართველობის შესახებ, რომ სტუდენტური თვითმმართველობა ზრუნავს მათი იდეებისა და სურვილების განხორციელებაზე. თვითმმართველობა სტუდენტებს ბევრ საინტერესო ღონისძიებას პირდება და თითოეულ მათგანს აქტიური თანამშრომლობისაკენ.

ინტერვიუ თვითმმართველობის გენერალურ მდივანთან ნინო რაჭველიშვილთან.

_ 2008 წლის 17 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. რა გააკეთეთ ამ პერიოდში?

_ ვერ ვიტყვი, რომ ბევრი გავაკეთეთ, მომავლისთვის ბევრად მეტს ვგეგმავთ. ძნელია ახალ კოლექტივთან მუშაობა. შეჩვევისთვის დრო დაგვჭირდა. შიდა არჩევნებმაც დრო წაგვართვა. პრეზიდენტად ილია გოგიძე ავირჩიეთ. რაღაც ღონისძიებები მაინც გავაკეთეთ: ფოტოკონკურსი, საქველმოქმედო აქციები, სპორტული ღონისძიებები, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით კონცერტიც ჩავატარეთ, სადაც მონაწილეობდნენ: ქართული ესტრადის ახალგაზრდა შემსრულებლები, მუსიკალური პროექტების "ჯეოსტარისა" და "ნუცას სკოლის" მონაწილეები. ასევე უნივერსიტეტის გოგონათა კვარტეტი. თუმცა მაყურებელი ძალიან ცოტა იყო.

_ რატომ არ ჰქონდათ სტუდენტებს ინფორმაცია, რომ ჭავჭავაძის უნივერსიტეტი მონაწილეობდა სატელევიზიო პროექტში "სტუდენტური დემოკრატია"?

_ კონკურსის ჩატარებას დიდი დრო დასჭირდებოდა და არაობიექტური იქნებოდა, რადგან ძნელია სტუდენტი ერთი ნახვით შეფასო და გადვწყვიტეთ ნაცნობებიდან შეგვერჩია ის სტუდენტები, რომლის შესაძლებლობებიც ვიცოდით. სპიკერად გიორგი ჟორჟოლიანი ავირჩიეთ.

– თქვენი აზრით, რა იყო მიზეზი, რომ ფინალში ვერ გახვედით?

_ ვფიქრობ, რომ გუნდი ძლიერი იყო და იმსახურებდა კიდეც ფინალში გასვლას. წელსაც ის უნივერსიტეტები გავიდნენ შემდეგ ტურში, რომელთაც არა მარტო ჩვენ, არავინ ელოდა.

– თქვენი აზრით, შეფასება არაობიექტური იყო?

_ მე არ ვიცი რა მოხდა, ან რატომ გადაწყიტეს ასე, მაგრამ ჩემი აზრით, ვიმსახურებდით შემდეგ ტურში გადასვლას.

_ სტუდენტები კმაყოფილები არიან თქვენი მუშაობით?

_ ხშირად მსმენია უკმაყოფილება. ძნელია როდესაც რაღაცას აკეთებ და არავინ გიფასებს. არ ვამბობ, რომ ძალიან ბევრი გავაკეთეთ, მაგრამ რაღაცას მაინც ვაკეთებთ. ჩემი აზრით, სტუდენტებს ეს ნაკლებად აინტერესებთ ან ნაკლებად ინფორმირებულები არიან. ეს ჩვენი მიზეზით არ ხდება. განცხადებები უამრავ ადგილასაა გაკრული. ალბათ არ კითხულობენ. ბევრჯერ აუდიტორიებშიც დაგვივლია ინფორმაციის მისაწოდებლად, მაგრამ სტუდენტები პასიურები არიან.

– არ გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენს მიერ გაკეთებული ღონისძიებები სტუდენტების ინტერესებს არ აკმაყოფილებს?

_ კი ამაზეც ვიფიქრეთ და ძალიან მალე დაიბეჭდება კითხვარი სტუდენტებისთვის, სადაც ყველა ის კითხვაა, რომელიც ჩვენი სტუდენტების ინტერესების გარკვევაში დაგვეხმარება. ასევე სტუდენტებს საშუალება ექნებათ რაიმე ახალი შემოგვთავაზონ რაც სურთ, რომ ჩვენს უნივერსიტეტში განხორციელდეს.


11.24.2009

შტეფან ტრექსელის წიგნის პრეზენტაცია ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში

18 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შტეფან ტრექსელის წიგნის - "ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში" - პრეზენტაცია. შტეფან ტრექსელი სისხლის საპროცესო სამართლის აღიარებული ექსპერტი და პრაქტიკოსი იურისტია, რომელიც სხვადასხვა დროს იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის თავმჯდომარე, იუგოსლავიის სისხლის სამართლის ტრიბუნალის მოსამართლე.აღნიშნულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში. კოტე კუბლაშვილის განცხადებით, შტეფან ტრექსელის წიგნის - "ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში", გამოცემა მნიშვნელოვანი მოვლენაა საერთაშორისო სისხლის საპროცესო უფლებების სისტემატიზაციისა და ანალიზის საქმეში, ის განკუთვნილია არა მხოლოდ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, არამედ პრაქტიკოსი იურისტებისა და მეცნიერებისათვის.

სტუდენტთა საერთაშორისო დღე

17 ნოემბერს მსოფლიოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1946 წლის 17 ნოემბერს პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად დაწესდა.
1939 წლის 28 ოქტომბერს ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პრაღაში სტუდენტებმა და მათმა პედაგოგებმა ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს ჩამოყალიბების წლისთავისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია გამართეს. ფაშისტებმა დემონსტრაცია დაარბიეს და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იან ოპლეტალი დახვრიტეს, რომლის დაკრძალვაც საპროტესტო მსვლელობაში გადაიზარდა. ოკუპანტებმა დააპატიმრეს ათობით სტუდენტი.
17 ნოემბერს, დილით ადრე, ფაშისტებმა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს ალყა შემოარტყეს, 1 200-ზე მეტი სტუდენტი აიყვანეს და საკონცენტრაციო ბანაკში დაამწყვდიეს. ცხრა აქტივისტი კი დახვრიტეს.
ორი წლის შემდეგ, 1941 წლის 17 ნოემბერს, ლონდონში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტთა საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, რომელზედაც გადაწყდა, რომ პრაღაში დაღუპულ სტუდენტთა პატივსაცემად, 17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო

ავტორები: ქეთი ჩოხელი, მარი პერტაია

11.19.2009

ომის შვილები ერთი წლის შემდეგ

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი 15-23 ოქტომბერს მასპინძლობს ფოტოგამოფენას "ომის შვილები ერთი წლის შემდეგ". გამოფენა ასახავს დევნილთა ცხოვრებას და მათ პრობლემებს, რომელიც იმართება პროექტის ფარგლებში "კონფლიქტის გავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე". პროექტის განხორციელება დაიწყო 2009წლის ივლისიდან. სტუდენტებმა წარმოადგინეს აგვისტოს ომში დაზარალებულთა შესახებ მომზადებული ნამუშევრები. მონაწილეები შეირჩნენ საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან: თსუ, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი.

რატომ სიყვარულით? საქართველოში ხომ სულ ომია მას!

23 ოქტომბერს გაეროს ახალგაზრდულმა კლუბმა, რომელშიც გაერთიანებულია ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ზაალ სულაკაურთან ერთად წეროვანის საჯარო სკოლაში დევნილი ბავშვები დააჯილდოვა. მათ სკოლაში მოსწავლეთა წასახალისებლად ჩაატარეს კონკურსი ხატვაში- ვინ უფრო კარგად დახატავდა ბუნებას და როგორ წარმოაჩენდა ბუნებისადმი სიყვარულს. მოსწავლეთა ნამუშევრებს შორის შეირჩა 5საუკეთესო ნახატი და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ საბავშვო ენციკლოპედიებით.
დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელსაც წეროვანის საჯარო სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე ესწრებოდა, უეცრად ერთი პატარა, ლამაზი ბიჭუნა, ცრემლმორეული თვალებით ზაალ სულაკაურს მიუახლოვდა და საყვედურით უთხრა: მას სულ რატომ გვეუბნებით რომ ყველაფერი სიყვარულით უნდა ვხატოთ? საქართველოში სად არის სიყვარულის დრო, აქ ხომ სულ მუდამ ომია! რატომ არის ასე? ომის გამო ჩემი სახლი მენატრება! თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, თითქოს პასუხს ელოდებაო. მისი სიტყვები ყველასათვის მტკივნეული აღმოჩნდა, მაგრამ გასცემდა კი ვინმე ამ პატარა ბიჭს პასუხს ან შეეძლო ვინმეს. ბიჭი კი იდგა გაუნძრევლად და ელოდა პასუხს......

ავტორები:ანა ქაჯაია, ნანა ბებია

11.17.2009

ფოტო გამოფენა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში

15 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეოწყო ფოტო გამოფენა ,,ომის შვილები ერთი წლის შემდეგ,, გამოფენა გრძელდება 25 ოქტომბრამდე და მისი მთავარი იდეა,თემაა ფოტოზე ასახოს დევნილთა ცხოვრება,ტკივილი და მათი პრობლემები აგვისტოს ომის შემდეგ.
ფოტოგამოფენაში ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდა ანა ჯავახიშვილის ნამუშევრები. ასევე გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტები შეირჩნენ საქართველოს სხვა უნივერსიტეტებიდან.
სტუდენტებმა წარმოადგინეს ძირითადად შავ-თეთრი სურათები და მათ დამთვარიელებლის მოწონებაც დაიმსახურეს.გამოფენა გაიხსნა წიგნის მაღაზია ,,ლიგამუსში,,.ამ მოვლენას დაესწრნენ ქართული მედიის წარმომადგენლებიც.ღონისძიების დახურვა იგეგმება 23 ოქტომბერს,გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

დასაქმების პროგრამა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1 ოქტომბერს გამოაცხადა კონკურსი ,,ვაკანსიები ბიბლიოთეკაში,,. საბუთების მიღება გაგრძელდა 15 ოქტომბრამდე. მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი სამოტივაციო წერილი,სივი და პირადობის მოწმობის ასლი.
20
ოქტომბერს შერჩეულმა კანდიდატებმა გაიარეს ტესტირება. მათ შეავსეს მხედველობითი აღქმის და აიზეკის ტესტები
.
ამ საფეხურზე გამარჯვებული სტუდენტები პასუხს ერთ კვირაში შეიტყობენ,რის შემდეგ მათ მიიწვევნ გასუბრებაზე. 30 ოქტომბერს კი საბოლოო პასუხები გახდება ცნობილი. სტუდენტები ბიბლიოთეკაში დასაქმდებიან.


სააკაშვილი ილი ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში

პარასკევს, 6 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა."მთავარი კონფლიქტი, რომელიც ბოლო 5 წელიწადში წარმოიქმნა იმ რეფორმებს შორის, რომელსაც ვატარებთ, ეს არის კონფლიქტი თანამედროვე საქართველოსა და ძველ საქართველოს შორის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან და ლექტორებთან შეხვედრაზე აზროვნების შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა: ქვეყნაში ჯერ კიდევ შემორჩენილია პარტიკულარულ-ნომენკლატურულ-ფეოდალური აზროვნება და ასეთი აზროვნება არ ითვალისწინებს არც საზოგადოების და არც სახელმწიფოს ინტერესებს.
პრეზიდენტმა განათლების სისტემის დაგეგმილ ცვლილებებზე, მათ შორის ეროვნული უმცირესობებისათვის უმაღლესი განათლების მისაღებად მომზადებულ სპეციალურ ინიციატივაზე ილაპარაკა, რომლის მიხედვითაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები მისაღებ გამოცდებს მხოლოდ უნარებში (ისიც, საკუთარ ენაზე) ჩააბარებენ და წარმატების შემთხვევაში, საბაკალავრო საფეხურზე ხუთი წელი ისწავლიან. ამ ხუთი წლიდან პირველი წელი ქართული ენის შესწავლას მოხმარდება. ასევე, პრეზიდენტმა ისაუბრა ახლო მომავალში საგამოცდო სისტემის ცვლილებაზე და ცენტრალიზებული სასკოლო დამამთავრებელი გამოსაშვები გამოცდების შემოღებაზე.
მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე პრეზიდენტის პასუხები მოისმინეს.

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი ღონისძიებები


ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არაერთი სიახლე გამოქვეყნდა, როგორც ფოიეში, ასევე უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. გადავწყვიტეთ თითოეულ განცხადებას გავცნობოდით. აღმოჩნდა, რომ განცხადებათა უმეტესობა თვითმართველობის მიერ მოწყობილ ექსკურსიებსა და კონკურსებს ეხება. გთავაზობთ თითოეულ მათგანს:
ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, ღონისძიებების კოორდინატორის თანამდებობაზე.
სტუდენტური კლუბი აცხადებს მიღებას შემდეგ წრეებში:
1. ქართული ხალხური ცეკვები
2. დრამატული
3. მომღერალთა გუნდი
4. გიტარაზე დაკვრის შემსწავლელი
5. საესტრადო ანსამბლი
6. დასარტყამ ინსტრუმენტებზე შემსწავლელი
სწავლა ფასიანია, მსურველებმა მიაკითხეთ კლუბის დირექტორს 10 სთ-დან 16 სთ-მდე.
ასევე ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ბაზაზე არსებული მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბი-FESC აცხადებს კონკურსს თემებზე:
1. ბიზნესი და ბიზნეს გარემო საქართველოში
2. რეკლამის როლი ბიზნესში
3. ბიზნესის დაზღვევის არსი და მნიშვნელობა
4. კომერციული ბანკების მიზნები და გამოწვევები საქართველოში
ნაშრომი მიიღება 23 ნოემბრის ჩათვლით.
გაცნობებთ, რომ სტუდენტურ იურისტთა კლუბის S.L.C-სა და სტუდენტური თვითმართველობის ინიციატივით და ორგანიზებით ხორციელდება პროექტი ”სამართლის სფეროში არსებული პრობლემატიკა”. პროექტის ფარგლებში ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეგიძლიათ წარმოადგინოთ თემები იმაზე თუ, როგორ ხედავთ დღეს ქართულ სამართლებრივ სისტემაში არსებულ პრობლემებს. კომპეტენტური ჟიურის მიერ შეირჩევა 10 საუკეთესო ნამუშევარი. პირველი სამი ადგილის მფლობელები მიიღებენ სიგელებს და სამახსოვრო საჩუქრებს.
უნივერსიტეტში ასევე ტარდება ლიტერატურული კონკურსებიც. მაგალითად: UNI-პოეზია 2009 გაცნობებთ, რომ სალექციო კურსის ,,რა არის პოეზია, პოეტებისა და მუზები”-ს ფარგლებში ტარდება ლიტერატურული კონკურსი. შემოქმედ სტუდენტებს გთხოვთ წარმოადგინოთ მხატვრული ნაწარმოებები(მაქსიმუმ 10 გვერდი, პოეზია ან პროზა)
გარდა ასეთი განცხადებებისა, ასევე ვხვდებით პრეზენტაციაზე მისაწვევ განცხადებებსაც. ასე მაგალითად: გიწვევთ ანა კალანდაძის ახალი წიგნის პრეზენტაციაზე. ასევე 17 ნოემბერს 19:00 საათზე თუმანიშვილის თეატრის ფოიეში გამომცემლობა ,,ინტელექტი” გიწვევთ წიგნის პრეზენტაციაზე. ბილეთის შეძენა შეგიძლიათ უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურში, ოთახი N333. ფასი 2 ლარი.
და ბოლოს, გაგაცნობთ ინფორმაციას, რომელიც ეხება საპატრიარქოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფლიქოლოგიური დახმარების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელიც ატარებს ტრეინინგებს შემდეგი მიმართულებებით:
1. საეკლესიო ფსიქოლოგია
2. ფსიქოთერაპია
3. არტთერაპია
4. ორგანიზაციის ფსიქოლოგია

ავტორები:
ჩოხელი ქეთი
პერტაია მარი

სტუდენტობა გვაერთიანებს

Friday, November 6, 2009

9 ოქტომბერს 3 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წითელ დარბაზში ეტალონის ჯგუფის ორგანიზატორობითა და სტუდენტების ერთიანობით გაიმართა ღონისძიება, სადაც მონაწილე ათამდე უმაღლეს სასწავლებლებს საშუალება მიეცათ მოეწყოთ თავიაანთი პროექტების პრეზენტაცია. ამ უნივერსიტეტებს შორის იყო ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. ეს იყო აქცია–კონცერტი "ეტალონიდან დემოკრატიამდე, დიდი პერსპექტივა სტუდენტებისთვის". ღონისძიების დევიზი იყო: "სტუდენტობა გვაერთიანებს". ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ: უმაღლესი სასწავლებლების ანსამბლები, ახალგაზრდა შემსრულებლები და მედია–პროექტ ეტალონის მეგობარი მომღერლები.

პატარები უნივერსიტეტში

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნების მაღაზია ,,ლიგამუსი,, თითქმის ყოველ შაბათს სხვადასხვა ღონისძიებებს აწყობს, სტუმრებსაც მასპინძლობს. ეწყობა წიგნის პრეზენტაციები, ლიტერატურული საღამოები, ზღაპრების კითხვა პატარებისთვის და ასევე განსაკუთრებული საზეიმო დღესასწაულები.
14 ნოემბერს ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით წიგნის მაღაზია ,,ლიგამუსში,, დაიდგა სპექტაკლი (ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოები). საგანგებოდ მოწყობილ ბავშვების ოთახში სპექტაკლი 12 საათზე დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და მოწვეულმა ბავშვებმა მიიღეს.
ზეიმს დაესწნენ პატარები მშობლებთან ერთად. მათ მოეწონათ პეპი გრძელი წინდა, კარლსონი და სხვა პერსონაჟები. ზეიმი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, მაგრამ ბავშვების გამომეტყველება იმაზე მიუთითებდა, რომ ისინი ძალიან გამხიარულდნენ. ზეიმის ორგანიზატორები კიდევ ბევრ საინტერესო საღამოს დაჰპირდნენ პატარებს.

სტუდენტობა გვაერთიანებს

9 ოქტომბერს 3 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წითელ დარბაზში ეტალონის ჯგუფის ორგანიზატორობითა და სტუდენტების ერთიანობით გაიმართა ღონისძიება, სადაც მონაწილე ათამდე უმაღლეს სასწავლებლებს საშუალება მიეცათ მოეწყოთ თავიაანთი პროექტების პრეზენტაცია. ამ უნივერსიტეტებს შორის იყო ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. ეს იყო აქცია–კონცერტი "ეტალონიდან დემოკრატიამდე, დიდი პერსპექტივა სტუდენტებისთვის". ღონისძიების დევიზი იყო: "სტუდენტობა გვაერთიანებს". ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ: უმაღლესი სასწავლებლების ანსამბლები, ახალგაზრდა შემსრულებლები და მედია–პროექტ ეტალონის მეგობარი მომღერლები.

მიხეილ სააკაშვილი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში

.
პარასკევს, 6 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა."მთავარი კონფლიქტი, რომელიც ბოლო 5 წელიწადში წარმოიქმნა იმ რეფორმებს შორის, რომელსაც ვატარებთ, ეს არის კონფლიქტი თანამედროვე საქართველოსა და ძველ საქართველოს შორის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან და ლექტორებთან შეხვედრაზე აზროვნების შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა: ქვეყნაში ჯერ კიდევ შემორჩენილია პარტიკულარულ-ნომენკლატურულ-ფეოდალური აზროვნება და ასეთი აზროვნება არ ითვალისწინებს არც საზოგადოების და არც სახელმწიფოს ინტერესებს.
პრეზიდენტმა განათლების სისტემის დაგეგმილ ცვლილებებზე, მათ შორის ეროვნული უმცირესობებისათვის უმაღლესი განათლების მისაღებად მომზადებულ სპეციალურ ინიციატივაზე ილაპარაკა, რომლის მიხედვითაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები მისაღებ გამოცდებს მხოლოდ უნარებში (ისიც, საკუთარ ენაზე) ჩააბარებენ და წარმატების შემთხვევაში, საბაკალავრო საფეხურზე ხუთი წელი ისწავლიან. ამ ხუთი წლიდან პირველი წელი ქართული ენის შესწავლას მოხმარდება. ასევე, პრეზიდენტმა ისაუბრა ახლო მომავალში საგამოცდო სისტემის ცვლილებაზე და ცენტრალიზებული სასკოლო დამამთავრებელი გამოსაშვები გამოცდების შემოღებაზე.
მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე პრეზიდენტის პასუხები მოისმინეს.