საქართველოს ყველა უმღლეს სასწავლებელში ფუნქციონირებს სტუდენტური თვითმმართველობა. ესაა სტუდენტური საბჭო,რომელსაც განსაკუთრებული ვალდებულებები აქვს უნივერსიტეტის სტუდანტთა წინაშე.
სტუდენურ თვითმმართველობას ნებაყოფლობით ირჩევენ შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტები ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე. საქართველოს კანონის "უმაღლესი განათლების შესახებ" 45-ე მუხლში მოცემულია ვალდებულებები, რომელთა აღსრულებაც ევალება სტუდენტურ თვითმმართველობას.
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამჟამად მოქმედი სტუდენტური თვითმმართველობა 2008წლის 27 ნოემბრიდან ფუნქციონირებს. თვითმმართველობა 83 წევრისაგან შედგება და მისი პრეზიდენტი ამავე უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი ილია გოგლიძეა. სტუდენტური თვითმმართველობის დებულების თანახმად, თვითმმართველობის წევრობა მე-2 თავის მე-7 მუხლში შემდეგნაირად არის განმარტებული: "თვითმმართველობის წევრობა მოიპოვება სტუდენტების მიერ ფაკულტეტებზე ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე. უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს აქვს უფლება აირჩიოს ან არჩეულ იყოს თვითმმართველობაში. თვითმმართველობის ვადა გავისაზღვრება 2წლით.”
სტუდენტების უმეტესობას აინტერესებს როგორ უნდა გაწევრიანდნენ თვითმმართველობაში და რა როლს შეასრულებენ ისინი ? სწორედ ამ კითხვაზე პასუხობს მათ თვითმმართველობის პრეზიდენტი ილია გოგლიძე: ”პირველ რიგში, როცა სტუდენტი ინტერესდება თვითმმართველობით ის უნდა მოვიდეს ჩვენთან, არჩევნების ჩატარებამდე ჩვენ მას გავაცნობთ თვითმმართველობის სტრუქტურას, გავაწევრიანებთ როგორც საპატიო წევრს და ჩავრთავთ სხვადასხვა ღონისძიებაში. ყველა დაინტერესებულ სტუდენტს ვაძლევთ შანსს, რათა მან მოახდინოს თავისი თავის რეალიზაცია, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ სტუდენტთან თანამშრომლობისათვის, მთავარია მათი მონდომება, იდეები და სურვილი ჩვენთან ურთიერთობისა. ხოლო როცა შეგვიწყდება ჩვენ უფლებამოსილება, მაშინ შეეძლებათ მათ კენჭი იყარონ თვითმმართველობის არჩევნებში.
სტუდენტურ თვითმმართველობაში შეადგინეს ანკეტები სტუდენტთა გამოკითხვის მიზნით, რიომლის მეშვეობითაც თვითმმართველობა შეძლებს უფრო მეტი გაიგოს სტუდენტთა სურვილებისა და იდეების შესახებ. როგორც გენერალურმა მდივანმა, ნინო რაჭველიშვილმა აღნიშნა ამ გამოკითხვის მიზანია სტუდენტებმა გაიგონ თვითმმართველობის შესახებ, რომ სტუდენტური თვითმმართველობა ზრუნავს მათი იდეებისა და სურვილების განხორციელებაზე. თვითმმართველობა სტუდენტებს ბევრ საინტერესო ღონისძიებას პირდება და თითოეულ მათგანს აქტიური თანამშრომლობისაკენ.
_ 2008 წლის 17 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. რა გააკეთეთ ამ პერიოდში?
_ ვერ ვიტყვი, რომ ბევრი გავაკეთეთ, მომავლისთვის ბევრად მეტს ვგეგმავთ. ძნელია ახალ კოლექტივთან მუშაობა. შეჩვევისთვის დრო დაგვჭირდა. შიდა არჩევნებმაც დრო წაგვართვა. პრეზიდენტად ილია გოგიძე ავირჩიეთ. რაღაც ღონისძიებები მაინც გავაკეთეთ: ფოტოკონკურსი, საქველმოქმედო აქციები, სპორტული ღონისძიებები, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით კონცერტიც ჩავატარეთ, სადაც მონაწილეობდნენ: ქართული ესტრადის ახალგაზრდა შემსრულებლები, მუსიკალური პროექტების "ჯეოსტარისა" და "ნუცას სკოლის" მონაწილეები. ასევე უნივერსიტეტის გოგონათა კვარტეტი. თუმცა მაყურებელი ძალიან ცოტა იყო.
_ რატომ არ ჰქონდათ სტუდენტებს ინფორმაცია, რომ ჭავჭავაძის უნივერსიტეტი მონაწილეობდა სატელევიზიო პროექტში "სტუდენტური დემოკრატია"?
_ კონკურსის ჩატარებას დიდი დრო დასჭირდებოდა და არაობიექტური იქნებოდა, რადგან ძნელია სტუდენტი ერთი ნახვით შეფასო და გადვწყვიტეთ ნაცნობებიდან შეგვერჩია ის სტუდენტები, რომლის შესაძლებლობებიც ვიცოდით. სპიკერად გიორგი ჟორჟოლიანი ავირჩიეთ.
– თქვენი აზრით, რა იყო მიზეზი, რომ ფინალში ვერ გახვედით?
_ ვფიქრობ, რომ გუნდი ძლიერი იყო და იმსახურებდა კიდეც ფინალში გასვლას. წელსაც ის უნივერსიტეტები გავიდნენ შემდეგ ტურში, რომელთაც არა მარტო ჩვენ, არავინ ელოდა.
– თქვენი აზრით, შეფასება არაობიექტური იყო?
_ მე არ ვიცი რა მოხდა, ან რატომ გადაწყიტეს ასე, მაგრამ ჩემი აზრით, ვიმსახურებდით შემდეგ ტურში გადასვლას.
_ სტუდენტები კმაყოფილები არიან თქვენი მუშაობით?
_ ხშირად მსმენია უკმაყოფილება. ძნელია როდესაც რაღაცას აკეთებ და არავინ გიფასებს. არ ვამბობ, რომ ძალიან ბევრი გავაკეთეთ, მაგრამ რაღაცას მაინც ვაკეთებთ. ჩემი აზრით, სტუდენტებს ეს ნაკლებად აინტერესებთ ან ნაკლებად ინფორმირებულები არიან. ეს ჩვენი მიზეზით არ ხდება. განცხადებები უამრავ ადგილასაა გაკრული. ალბათ არ კითხულობენ. ბევრჯერ აუდიტორიებშიც დაგვივლია ინფორმაციის მისაწოდებლად, მაგრამ სტუდენტები პასიურები არიან.
– არ გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენს მიერ გაკეთებული ღონისძიებები სტუდენტების ინტერესებს არ აკმაყოფილებს?
_ კი ამაზეც ვიფიქრეთ და ძალიან მალე დაიბეჭდება კითხვარი სტუდენტებისთვის, სადაც ყველა ის კითხვაა, რომელიც ჩვენი სტუდენტების ინტერესების გარკვევაში დაგვეხმარება. ასევე სტუდენტებს საშუალება ექნებათ რაიმე ახალი შემოგვთავაზონ რაც სურთ, რომ ჩვენს უნივერსიტეტში განხორციელდეს.
0 კომენტარი:
Post a Comment