11.24.2009

შტეფან ტრექსელის წიგნის პრეზენტაცია ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში

18 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შტეფან ტრექსელის წიგნის - "ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში" - პრეზენტაცია. შტეფან ტრექსელი სისხლის საპროცესო სამართლის აღიარებული ექსპერტი და პრაქტიკოსი იურისტია, რომელიც სხვადასხვა დროს იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის თავმჯდომარე, იუგოსლავიის სისხლის სამართლის ტრიბუნალის მოსამართლე.აღნიშნულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში. კოტე კუბლაშვილის განცხადებით, შტეფან ტრექსელის წიგნის - "ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში", გამოცემა მნიშვნელოვანი მოვლენაა საერთაშორისო სისხლის საპროცესო უფლებების სისტემატიზაციისა და ანალიზის საქმეში, ის განკუთვნილია არა მხოლოდ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, არამედ პრაქტიკოსი იურისტებისა და მეცნიერებისათვის.

0 კომენტარი: