11.19.2009

რატომ სიყვარულით? საქართველოში ხომ სულ ომია მას!

23 ოქტომბერს გაეროს ახალგაზრდულმა კლუბმა, რომელშიც გაერთიანებულია ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ზაალ სულაკაურთან ერთად წეროვანის საჯარო სკოლაში დევნილი ბავშვები დააჯილდოვა. მათ სკოლაში მოსწავლეთა წასახალისებლად ჩაატარეს კონკურსი ხატვაში- ვინ უფრო კარგად დახატავდა ბუნებას და როგორ წარმოაჩენდა ბუნებისადმი სიყვარულს. მოსწავლეთა ნამუშევრებს შორის შეირჩა 5საუკეთესო ნახატი და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ საბავშვო ენციკლოპედიებით.
დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელსაც წეროვანის საჯარო სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე ესწრებოდა, უეცრად ერთი პატარა, ლამაზი ბიჭუნა, ცრემლმორეული თვალებით ზაალ სულაკაურს მიუახლოვდა და საყვედურით უთხრა: მას სულ რატომ გვეუბნებით რომ ყველაფერი სიყვარულით უნდა ვხატოთ? საქართველოში სად არის სიყვარულის დრო, აქ ხომ სულ მუდამ ომია! რატომ არის ასე? ომის გამო ჩემი სახლი მენატრება! თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, თითქოს პასუხს ელოდებაო. მისი სიტყვები ყველასათვის მტკივნეული აღმოჩნდა, მაგრამ გასცემდა კი ვინმე ამ პატარა ბიჭს პასუხს ან შეეძლო ვინმეს. ბიჭი კი იდგა გაუნძრევლად და ელოდა პასუხს......

ავტორები:ანა ქაჯაია, ნანა ბებია

0 კომენტარი: