ფარგლებში გაიხსნა ახალგაზრდა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, რომელიც ეძღვნება ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორის იოზეფ ჰაიდნის ცხოვრებასა და შემოქმედებას. გამოფენა გაიხსნა 2009 წ. 16 დეკემბერს, აკადემიის საგამოფენო დარბაზში. გამოფენის საზეიმო დახურვა და გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა 23 დეკემბერს, 16.00 სთ–ზე. მოწვეულ სტუმრებს შორის იყო მუსიკოსი, რუსუდან ქუთათელადზე. 35 მონაწილედან ერთი გამარჯვებული გამოვლინდა. ანი გურამიშვილმა 4 ფერწერული ტილოთი "ჰაიდნის სერია წელიწადის დრონი" პირველი ადგილი მოიპოვა. ყველა მონაწილეს გადაეცა საჩუქარი.
12.25.2009
იოზეფ ჰაიდნის სახელთან დაკავშირებული გამოფენა
12.24.2009

საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელწოდების შეცვლისა და მისთვის ”ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის” სახელწოდების მინიჭების შესახებ დადგენილება უკვე ძალაშია.
ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნიერსიტეტისა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის გაერთიანების შემდეგ, 2006 წლის 15 თებერვლის დადგენოლებით ” ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი” ეწოდა. დაახლოებით სამი წლის შემდეგ დადგენილება კვლავ შეიცვალა და ახალი სახელწოდება უკვე მოქმედებს , რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ არის დადგენილი.
12.22.2009
საქართველო-საფრანგეთის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის 2009 წლის მუშაობის შედეგები

16 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პრეზენტაციაზე საქართველო-საფრანგეთის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის 2009 წლის მუშაობის შედეგები წარმოადგინეს.
მსოფლიო მნიშვნელობის კვლევებმა აჩვენა, რომ ბონდის მღვიმეში ნაპოვნია ძველი, ზედა პალეოლითისთვის ყველაზე ადრეული, 35 000 წლით დათარიღებული ქსოვილი - ძაფი.
ბონდის მღვიმე წარმოადგენს ზედა პალეოლითელ ადამიანთა სადგომს, სადაც დადგენილია სელისა და ქსოვილის უძველესი კვალი. უნდო კლდე უნიკალურ მღვიმურ სადგომია. მღვიმეში არსებული ბუნებრივი კაწრული, კლდეზე გამოვლენილი სიმბოლური ნაკაწრები გვაძლევენ საშუალებას ვივარაუდოთ, რომ სადგომი გამოიყენებოდა რიტუალის შესასრულებლად. ჭიათურის მღვიმეებში აღმოჩნდა ახალი, მრავალფენიანი მღვიმური ძეგლი . ნალექდაგროვებაზე დიდ გავლენას ახდენდა მიწისძვრები და სეისმური პროცესები. ეს ფაქტი საფუძველს გვაძლევს, კვლევები წარიმართოს პალეო, არქეო-სეისმოლოგიის მიმართულებით.
12.16.2009
კულტურული ღონისძიებები 2010 წელთან შესახვედრად
ახალი წელი ახლოვდება და ილუმინაციებით განათებულ თბილისში საახალწლო განწყობა იგრძნობა. საინტერესოა, რა კულტურული ღონისძიებები იგეგმება, სად, როგორ და რა ფასად შეგვიძლია გავატაროთ ახალი წლის საღამო და როგორ შევხვდეთ 2010 წელს. ახალი 2010 წლის შესახვედრად უამრავი ღონისძიება იგეგმება. 25 და 26 დეკემბერს შარდენზე კონცერტებია დაგეგმილი. 31 დეკემბრის საღამოს კი რუსთაველზე ახალი წლის შესახვედრად გაიმართება გრანდიოზული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ. საახალწლო ბაზრობა და პატარ–პატარა ღონისძიებები თბილისის სხვადასხვა უბნებში 7 იანვრამდე გაგრძელდება. თუმცა მანამდე 22, 23 და 24 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სერიალ „შუა ქალაქში“–ს მსახიობების მონაწილეობით წარმოდგენილი იქნება იუმორისტული ნომრები დასაწყისი 18:00 სთ–ზე. ასევე იგეგმება ლადო ათანელის საქველმოქმედო კონცერტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში,რომელიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. დასაწყისი 19:00 სთ–ზე.
სასტუმრო ”რედისონი” ახალი წლის ღამეს
სასტუმრო
„რედისონი“ ახალ წელს პირველად ხვდება.პირველი ახალი წელი კი განსაკუთრებული და დამახასიათებელი უნდა იყოს „რედისონის“ და მისი ყველა სტუმრისთვის. საახალწლო მიღება აქ 12 სთ–დან დაიწყება. სამ ნაწილიანი საღამოს კულმინაცია ბრაზილიური, ცეცხლოვანი შოუ იქნება. აქ ახალი წლის ღამის გატარება 130 დოლარი ღირს.
საახალწლო პროგრამა კლუბებში
ვისაც სურვილი აქვს ახალი წელი კლუბში გაატაროს, არჩევანის გაკეთება მოუწევს. თბილისი ამ მხრივაც მრავალფეროვანია. კლუბი G.U.R.U. საახალწლოდ სამ დღიან ფესტივალს ატარებს. 31 დეკემბერს G.U.R.U.-ში მარკ ივენის საღამოა. პირველ იანვარს კი იმართება after party. იქნება დაჯილდოებებიც. ეს ყველაფერი G.U.R.U.-ს სტუმრებს 100 ლარი დაუჯდებათ.
ვინც არჩევანს ivent house-ზე გააკეთებს ახალ წელს პალოვ სპელარის მუსიკის თანხლებით გაატარებს. პალოვ სპელარი საქართველოს ხუთკაციანი ბენდით მეორედ ეწვევა, 2006 წლის ბლექსი–ჯაზ ფესტივალის შემდეგ. საახალწლო საღამოზე დასასწრები ბილეთები უკვე გაყიდულია.
კრეატიული კომპანია „მოროშკინა“ და პარტნიორები ახალი წლის ღამეს ყველაზე ხალხმრავალ მეჯლისზე გეპატიჟებიან. შოუ აქ 11 სთ–ზე
დაიწყება და დილის 8 სთ–მდე გაგრძელდება. ნაჩვენები იქნება ლამაზი შოუ, მოეწყობა მეჯლისი, იქნება ცოცხალი ორკესტრი, დაიდგმევა ბევრი სკეტჩი და რაც მთავარია იქნება პრიზებიც.
საახალწლო აფიშა კინოთეატრებში
რაც შეეხება კინოთეატრებს გაგაცნობთ საახალლო აფიშას: კინოთეატრი რუსთველი გთავაზობთ შემდეგ კინოებს: „გაღმა ნაპირი“, „ყველაფერი კარგად იქნება“, „ამანათი“, „პლანეტა 51“ და „2012“. კონოთეატრ ამირანში საახალწლოდ შეგეძლებათ იხილოთ „ახალი მთვარე“ და „2012“ ხოლო კინო საქართველოში კი საახალწლოდ იქნება „ჭიანჭველების რისხვა“, „ყველაფერი კარგად იქნება“ „გაღმა ნაპირი“და „2012“. ასავე საახალწლოდ კინოთეატრებში ნაჩვენები იქნება „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“ მეორე ნაწილი, რომლის გადაღებებიც ჯერ არ დასრულებულა. რეჟსორების თქმით მეორე ნაწილი უფრო სახალისო და საინტერესო იქნება. კინოთეატრებში ჯეოსელის ერთ–ერთი აქციის „ზუმის“ წევრებისთვის შეღავათები საახალწლოდაც გრძელდება, რომელიც არა მარტო სტუდენტებზე, არამედ ჯეოსელის ნებისმიერ აბონენტზე ვრცელდება. თუ ხარ ზუმის წევრი 1=2–ს, ანუ ყოველ სამშაბათს ზუმის წევრებისთვის ერთი ბილეთის ფასად ორი ბილეთის შეძენაა შესაძლებელი.
თეატრებში
საახალწლოდ ნაჩვენები იქნება სპექტაკლები თბილისის სხვადასხვა თეატრებში. თუ გადაწყვიტეთ, რომ ახალი წლის საღამო, რომელიმე თეატრში გაატაროთ, გაგაცნობთ რამდენიმე თეატრის აფიშას: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი საახალწლოდ გთვაზობთ „სიყვარულის ანატომია“–ს დასაწყისი 20:00 სთ–ზე. შოთა
რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში ნაჩვენები იქნება „სტუმარი“, დასაწყისი 19:45 სთ–ზე. თავისუფალ თეატრში საახალწლოდ შეგეძლებათ უყუროთ „ჯინსების თაობას“ 19:00სთ–ზე, გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გათავაზობთ სპექტაკლს სახელწოდებით „მწირი“ დასაწყისი 18:00სთ–ზე. ვ. აბაშიძის სახელმწიფო თეატრი გთავაზობთ კომედიას „გაყრა“.ხოლო რაც შეეხება მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრს, მასში საახალწლოდ გადის კონოპრემიარა „კამინო რეალი“ დასაწყისი 19:00სთ–ზე.
კონკრეტულად სტუდენტებისთვის ამ ეტაპზე არც მერიის და კულტურის სამინისტროს პროგრამაში და არც კინოთეატრებში რაიმე მნიშვნელოვანი შეღავათები არ იგეგმება, გარდა ზუმის აქციისა და საახალწლო ფასდაკლებებისა ტანსაცმლის, საყოფასცხოვრებო ტექნიკისა და აქსესუარების მაღაზიათა სხვადასხვა ქსელში, რაც არამარტო სტუდენტებზე, არამედ ყველა მომხმარებელზე ვრცელდება. ასე რომ, არჩევანი თქვენზეა, სად და როგორ შეხვდებით თეთრი ვეფხვის წელიწადს, ჩვენ კი წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს.
ავტორები:
მარი პერტაია
ქეთი ჩოხელი
ნინო ჩხაიძე
ნანა ბებია
12.09.2009
რა? სად? როდის? დასრულდა
შემოდგომის სეზონის ინტელექტუალის ტიტული მიენიჭა გუნდს "დორიან გრეი". გამარჯვებულ გუნდს გადაეცა 1-ლი ადგილის სიგელი,მაისური უნივერსიტეტის ლოგოთი ,წიგნი"მსოფლიო ლიტერატურა-რჩეული მოთხრობები" და გარდამავალი თასი.მეორე ადგილზე გასული გუნდი "ჰიბრიდი" სიგელით,მაისურითა და ტარიელ ჭანტურიას ლექსების კრებულით დაჯილდოვდა.მესამე ადგილზე გასული გუნდი "სპექტრი" ისევე როგორც სხვა დანარჩენი სიგელითა და მაისურით დაჯილდოვდა.
ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? გაზფხულამდე დაემშვიდობა სტუდენტებს.
დიდი ბრიტანეთის ელჩის საჯარო ლექცია
8 დეკემბერს, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბრიტანეთის ელჩმა დენის კიფიმ წაიკითხა საჯარო ლექცია "დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა კავკასიაში". ელჩის განმარტებით, დიდი ბრიტანეთის ინტერესი კავკასიის რეგიონის მიმართ ძირითადად სამი მნიშვნელოვანი თემით არის განპირობებული: - ევროპის მომავალი, უსაფრთხოების მომავალი და რუსეთის მომავალი. აქედან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთისათვის ძლიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და მთელი კავკასიის რეგიონში დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოების არსებობა. დენის კიფიმ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა და მიმოიხილა აგვისტოს ომის კონკრეტული შედეგები. მისივე თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაცია ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას.
12.08.2009
ემზარ ჯგერენაიას მოხსენება ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში
უცხოელი სტუდენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში
სტუდენტური გაცვლითი პროგრამები მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ზოგიერთ პროგრამაში კი საქართველოც მონაწილეობს. როგორც წესი, ჩვენთან სტუდენტური გაცვლების ინიციატორები განათლების სამინისტრო, სხვადასხვა ქვეყნების საელჩოები, ან უმაღლესი სასწავლებლები არიან. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების რიცხვი იზრდება. ამჟამად საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოეთის ქვეყნების 1608 მოქალაქე სწავლობს. ამის შესახებ 28 ივნისს საკომიტეტო მოსმენაზე საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ ნოდარ გრიგალაშვილმა განაცხადა. გასულ წელს ჩვენთან 280 უცხოელი სტუდენტი ცხ
ოვრობდა, ხოლო მიმდინარე წელს მათი რიცხვი ორი ათასს მიუახლოვდა.ეს ადამიანები თავიანთ გადაწყვეტილებას ძირითარად საქართველოში სწავლის დაბალი ღირებულებით ხსნიან. ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აზიის ნაკლებად განვითარებული ქვეყნების გარდა საქართველოში სასწავლებლად თურმე ევროპელი სტუდენტებიც კი ჩამოდიან. სემინარი სტუდენტებისთვის
ოთხშაბათს, 9 დეკემბერს, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება სემინარი, რომელსაც ატარებს, თანატოლთა განათლება შიდსის ცენტრი, გლობალ ფონდის დახმარებით. სემინარი შეეხება IF შიცს, მარკომანიას, ტუბერკულიოზს, SGGI.სემინარი ჩატარდება A101 აუდიტორიაში, 3 საათზე. მიუხედავად ოთახის ზომის სიმცირისა, ორგანიზატორები დაახლოებით 100-მდე დამსწრეს ელოდებიან, დასწრება თავისუფალია.
სემინარს წაიკითხავს ანა სამსონია, ხოლო მოკლე მოხსენებით გამოვა ამავე უნივერსიტეტში არსებული თვითმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტანენტის თავმჯდომარე სოფო ძოწენიძე.
''ნარდის ტურნირი'' ჭავჭავაძის უნივერსიტეტში.
განცხადებები მიიღება 12დეკემბრამდე.დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველებმა მიმართეთ სტუდენტურ თვითმართველობას c329 აუდიტორიაში,ან დაუკავშირდით ზვიად ამირანაშვილს შემდეგ ნომერზე-893 610-691.
საქველმოქმედო აქცია "მე-შენთვის"
უნიკინო
ფილმების შერჩევაში სტუდენტებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება თუ un
mailto:unikino@iliauni.edu.ge მისამართზე გააგზავნიან თავიანთ შეთავაზებებს.პარასკევს 11 დეკებბერს კი ”უნიკინო” წარმოგიდგენთ ფილმს "დონ ჟუან დე მარკო" ჯონი დეპის, მარლონ ბრანდოს, ფეი დანაუეის მონაწილეობით. ფილმი არის რომანტიკული მელოდრამა, რომელიც ხანში შესული ექიმი-ფსიქიარისა და მისი ახალგაზრა პაციენტის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. ახალგაზრდა პაცინტი, რომელიც თავს დონ ჟუანად მიიჩნევს , ექიმს ახალგაზრდულ სულს, სიხალისესა და იმედს უბრუნებს.
რაც მთავარია კინოჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.
12.06.2009
ჭავჭავაძელების დებიუტი მხიარულთა და საზრიანთა კონკურსში.
კონკურსი საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის წითელ დარბაზში გაიმართა.
მონაწილეობას იღებს 10 გუნდი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. კონკურსის პირველ დღეს მონაწილეობას იღებდა სამი გუნდი: ” ვიკინგები” -თბილისიდან, ”პიკასოს ბიჭები”-ქუთაისიდან და გუნდი ”ლეგენდა”-რომელიც ილია ჭავჭვაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდია. კონკურსის პირობის თანახმად პირველ ტურს ერთ-ერთი გუნდი უნდა გამოეთიშოს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს კონკურსი რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის გუნდი პირველად იღებს მონაწილეობას. კონკურსი ძალზედ აზარტულად მიმდინარეობდა.
”ლეგენდას” გულშემატკივართა დიდი არმია ჰყავდა, რომლებიც მხურვალე ტაშს და გამამხნევებელ შეძახილებს არ აკლებდა. გუნდებმა რამდენიმე ნომინაცია წარადგინეს. მათ გამოსვლებს კომპეტენტური ჟიური აფასებდა. საბოლოო შეფასებით და ქულების დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გუნდ ” ლეგენდას” ყველაზე დაბალი ქულა ჰქონდა და კონკურსის დატოვება მას უწევდა.
ჟიურის ერთერთმა წევრმა ვინიმ საკუთრ შეფასებაში ხაზი გაუსვა გუნდ ” ლეგენდას” სიძლიერეს და სამომავლო პოტენციალს.
აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ”ლეგენდას” გერდზე ედგა უნივერსიტეტის თვითმართველობა.
12.01.2009
სტუდენტთა გამოკითხვა
11.25.2009
"რა? სად? როდის?" - იწყება
ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის კალათბურთელთა გუნდმა ლიგის პირველობა მოიგო
საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და სპორტის დეპატამენტის ხელშეწყობით ჩატარდა სტუდენტური ლიგის პირველობა კალათბურთში. თამაშები გაიმართა მიხეილ კეკელიძის სახელობის ბავშვთა კალათბურთის სასახლეში. ტურნირში მონაწილეობა მიიღო ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდმა. ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სხვა უნივერიტეტების გუნდებიც. ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდის წევრები დააჯილდოვეს ოქროს მედლებით, ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად მერაბ მაჭავარიანი, ილია ჭავაჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი დასახელდა. მეორე ადგილი მოიპოვა ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის გუნდმა, მესამე ადგილი აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა.
უნივერსიტეტის თვითმმართველობა
საქართველოს ყველა უმღლეს სასწავლებელში ფუნქციონირებს სტუდენტური თვითმმართველობა. ესაა სტუდენტური საბჭო,რომელსაც განსაკუთრებული ვალდებულებები აქვს უნივერსიტეტის სტუდანტთა წინაშე.
სტუდენურ თვითმმართველობას ნებაყოფლობით ირჩევენ შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტები ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე. საქართველოს კანონის "უმაღლესი განათლების შესახებ" 45-ე მუხლში მოცემულია ვალდებულებები, რომელთა აღსრულებაც ევალება სტუდენტურ თვითმმართველობას.
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამჟამად მოქმედი სტუდენტური თვითმმართველობა 2008წლის 27 ნოემბრიდან ფუნქციონირებს. თვითმმართველობა 83 წევრისაგან შედგება და მისი პრეზიდენტი ამავე უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი ილია გოგლიძეა. სტუდენტური თვითმმართველობის დებულების თანახმად, თვითმმართველობის წევრობა მე-2 თავის მე-7 მუხლში შემდეგნაირად არის განმარტებული: "თვითმმართველობის წევრობა მოიპოვება სტუდენტების მიერ ფაკულტეტებზე ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე. უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს აქვს უფლება აირჩიოს ან არჩეულ იყოს თვითმმართველობაში. თვითმმართველობის ვადა გავისაზღვრება 2წლით.”
სტუდენტების უმეტესობას აინტერესებს როგორ უნდა გაწევრიანდნენ თვითმმართველობაში და რა როლს შეასრულებენ ისინი ? სწორედ ამ კითხვაზე პასუხობს მათ თვითმმართველობის პრეზიდენტი ილია გოგლიძე: ”პირველ რიგში, როცა სტუდენტი ინტერესდება თვითმმართველობით ის უნდა მოვიდეს ჩვენთან, არჩევნების ჩატარებამდე ჩვენ მას გავაცნობთ თვითმმართველობის სტრუქტურას, გავაწევრიანებთ როგორც საპატიო წევრს და ჩავრთავთ სხვადასხვა ღონისძიებაში. ყველა დაინტერესებულ სტუდენტს ვაძლევთ შანსს, რათა მან მოახდინოს თავისი თავის რეალიზაცია, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ სტუდენტთან თანამშრომლობისათვის, მთავარია მათი მონდომება, იდეები და სურვილი ჩვენთან ურთიერთობისა. ხოლო როცა შეგვიწყდება ჩვენ უფლებამოსილება, მაშინ შეეძლებათ მათ კენჭი იყარონ თვითმმართველობის არჩევნებში.
სტუდენტურ თვითმმართველობაში შეადგინეს ანკეტები სტუდენტთა გამოკითხვის მიზნით, რიომლის მეშვეობითაც თვითმმართველობა შეძლებს უფრო მეტი გაიგოს სტუდენტთა სურვილებისა და იდეების შესახებ. როგორც გენერალურმა მდივანმა, ნინო რაჭველიშვილმა აღნიშნა ამ გამოკითხვის მიზანია სტუდენტებმა გაიგონ თვითმმართველობის შესახებ, რომ სტუდენტური თვითმმართველობა ზრუნავს მათი იდეებისა და სურვილების განხორციელებაზე. თვითმმართველობა სტუდენტებს ბევრ საინტერესო ღონისძიებას პირდება და თითოეულ მათგანს აქტიური თანამშრომლობისაკენ.
_ 2008 წლის 17 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. რა გააკეთეთ ამ პერიოდში?
_ ვერ ვიტყვი, რომ ბევრი გავაკეთეთ, მომავლისთვის ბევრად მეტს ვგეგმავთ. ძნელია ახალ კოლექტივთან მუშაობა. შეჩვევისთვის დრო დაგვჭირდა. შიდა არჩევნებმაც დრო წაგვართვა. პრეზიდენტად ილია გოგიძე ავირჩიეთ. რაღაც ღონისძიებები მაინც გავაკეთეთ: ფოტოკონკურსი, საქველმოქმედო აქციები, სპორტული ღონისძიებები, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით კონცერტიც ჩავატარეთ, სადაც მონაწილეობდნენ: ქართული ესტრადის ახალგაზრდა შემსრულებლები, მუსიკალური პროექტების "ჯეოსტარისა" და "ნუცას სკოლის" მონაწილეები. ასევე უნივერსიტეტის გოგონათა კვარტეტი. თუმცა მაყურებელი ძალიან ცოტა იყო.
_ რატომ არ ჰქონდათ სტუდენტებს ინფორმაცია, რომ ჭავჭავაძის უნივერსიტეტი მონაწილეობდა სატელევიზიო პროექტში "სტუდენტური დემოკრატია"?
_ კონკურსის ჩატარებას დიდი დრო დასჭირდებოდა და არაობიექტური იქნებოდა, რადგან ძნელია სტუდენტი ერთი ნახვით შეფასო და გადვწყვიტეთ ნაცნობებიდან შეგვერჩია ის სტუდენტები, რომლის შესაძლებლობებიც ვიცოდით. სპიკერად გიორგი ჟორჟოლიანი ავირჩიეთ.
– თქვენი აზრით, რა იყო მიზეზი, რომ ფინალში ვერ გახვედით?
_ ვფიქრობ, რომ გუნდი ძლიერი იყო და იმსახურებდა კიდეც ფინალში გასვლას. წელსაც ის უნივერსიტეტები გავიდნენ შემდეგ ტურში, რომელთაც არა მარტო ჩვენ, არავინ ელოდა.
– თქვენი აზრით, შეფასება არაობიექტური იყო?
_ მე არ ვიცი რა მოხდა, ან რატომ გადაწყიტეს ასე, მაგრამ ჩემი აზრით, ვიმსახურებდით შემდეგ ტურში გადასვლას.
_ სტუდენტები კმაყოფილები არიან თქვენი მუშაობით?
_ ხშირად მსმენია უკმაყოფილება. ძნელია როდესაც რაღაცას აკეთებ და არავინ გიფასებს. არ ვამბობ, რომ ძალიან ბევრი გავაკეთეთ, მაგრამ რაღაცას მაინც ვაკეთებთ. ჩემი აზრით, სტუდენტებს ეს ნაკლებად აინტერესებთ ან ნაკლებად ინფორმირებულები არიან. ეს ჩვენი მიზეზით არ ხდება. განცხადებები უამრავ ადგილასაა გაკრული. ალბათ არ კითხულობენ. ბევრჯერ აუდიტორიებშიც დაგვივლია ინფორმაციის მისაწოდებლად, მაგრამ სტუდენტები პასიურები არიან.
– არ გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენს მიერ გაკეთებული ღონისძიებები სტუდენტების ინტერესებს არ აკმაყოფილებს?
_ კი ამაზეც ვიფიქრეთ და ძალიან მალე დაიბეჭდება კითხვარი სტუდენტებისთვის, სადაც ყველა ის კითხვაა, რომელიც ჩვენი სტუდენტების ინტერესების გარკვევაში დაგვეხმარება. ასევე სტუდენტებს საშუალება ექნებათ რაიმე ახალი შემოგვთავაზონ რაც სურთ, რომ ჩვენს უნივერსიტეტში განხორციელდეს.
11.24.2009
შტეფან ტრექსელის წიგნის პრეზენტაცია ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში
18 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შტეფან ტრექსელის წიგნის - "ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში" - პრეზენტაცია. შტეფან ტრექსელი სისხლის საპროცესო სამართლის აღიარებული ექსპერტი და პრაქტიკოსი იურისტია, რომელიც სხვადასხვა დროს იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის თავმჯდომარე, იუგოსლავიის სისხლის სამართლის ტრიბუნალის მოსამართლე.აღნიშნულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში. კოტე კუბლაშვილის განცხადებით, შტეფან ტრექსელის წიგნის - "ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში", გამოცემა მნიშვნელოვანი მოვლენაა საერთაშორისო სისხლის საპროცესო უფლებების სისტემატიზაციისა და ანალიზის საქმეში, ის განკუთვნილია არა მხოლოდ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, არამედ პრაქტიკოსი იურისტებისა და მეცნიერებისათვის. სტუდენტთა საერთაშორისო დღე

ავტორები: ქეთი ჩოხელი, მარი პერტაია
11.19.2009
ომის შვილები ერთი წლის შემდეგ
რატომ სიყვარულით? საქართველოში ხომ სულ ომია მას!
დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელსაც წეროვანის საჯარო სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე ესწრებოდა, უეცრად ერთი პატარა, ლამაზი ბიჭუნა, ცრემლმორეული თვალებით ზაალ სულაკაურს მიუახლოვდა და საყვედურით უთხრა: მას სულ რატომ გვეუბნებით რომ ყველაფერი სიყვარულით უნდა ვხატოთ? საქართველოში სად არის სიყვარულის დრო, აქ ხომ სულ მუდამ ომია! რატომ არის ასე? ომის გამო ჩემი სახლი მენატრება! თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, თითქოს პასუხს ელოდებაო. მისი სიტყვები ყველასათვის მტკივნეული აღმოჩნდა, მაგრამ გასცემდა კი ვინმე ამ პატარა ბიჭს პასუხს ან შეეძლო ვინმეს. ბიჭი კი იდგა გაუნძრევლად და ელოდა პასუხს......
ავტორები:ანა ქაჯაია, ნანა ბებია
11.17.2009
ფოტო გამოფენა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში
15 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეოწყო ფოტო გამოფენა ,,ომის შვილები ერთი წლის შემდეგ,, გამოფენა გრძელდება 25 ოქტომბრამდე და მისი მთავარი იდეა,თემაა ფოტოზე ასახოს დევნილთა ცხოვრება,ტკივილი და მათი პრობლემები აგვისტოს ომის შემდეგ. 
ფოტოგამოფენაში ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდა ანა ჯავახიშვილის ნამუშევრები. ასევე გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტები შეირჩნენ საქართველოს სხვა უნივერსიტეტებიდან.
სტუდენტებმა წარმოადგინეს ძირითადად შავ-თეთრი სურათები და მათ დამთვარიელებლის მოწონებაც დაიმსახურეს.გამოფენა გაიხსნა წიგნის მაღაზია ,,ლიგამუსში,,.ამ მოვლენას დაესწრნენ ქართული მედიის წარმომადგენლებიც.ღონისძიების დახურვა იგეგმება 23 ოქტომბერს,გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
დასაქმების პროგრამა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1 ოქტომბერს გამოაცხადა კონკურსი ,,ვაკანსიები ბიბლიოთეკაში,,. საბუთების მიღება გაგრძელდა 15 ოქტომბრამდე. მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი სამოტივაციო წერილი,სივი და პირადობის მოწმობის ასლი.
20 ოქტომბერს შერჩეულმა კანდიდატებმა გაიარეს ტესტირება. მათ შეავსეს მხედველობითი აღქმის და აიზეკის ტესტები.
ამ საფეხურზე გამარჯვებული სტუდენტები პასუხს ერთ კვირაში შეიტყობენ,რის შემდეგ მათ მიიწვევნ გასუბრებაზე. 30 ოქტომბერს კი საბოლოო პასუხები გახდება ცნობილი. სტუდენტები ბიბლიოთეკაში დასაქმდებიან.
სააკაშვილი ილი ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში
პარასკევს, 6 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა."მთავარი კონფლიქტი, რომელიც ბოლო 5 წელიწადში წარმოიქმნა იმ რეფორმებს შორის, რომელსაც ვატარებთ, ეს არის კონფლიქტი თანამედროვე საქართველოსა და ძველ საქართველოს შორის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან და ლექტორებთან შეხვედრაზე აზროვნების შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა: ქვეყნაში ჯერ კიდევ შემორჩენილია პარტიკულარულ-ნომენკლატურულ-ფეოდალური აზროვნება და ასეთი აზროვნება არ ითვალისწინებს არც საზოგადოების და არც სახელმწიფოს ინტერესებს.
პრეზიდენტმა განათლების სისტემის დაგეგმილ ცვლილებებზე, მათ შორის ეროვნული უმცირესობებისათვის უმაღლესი განათლების მისაღებად მომზადებულ სპეციალურ ინიციატივაზე ილაპარაკა, რომლის მიხედვითაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები მისაღებ გამოცდებს მხოლოდ უნარებში (ისიც, საკუთარ ენაზე) ჩააბარებენ და წარმატების შემთხვევაში, საბაკალავრო საფეხურზე ხუთი წელი ისწავლიან. ამ ხუთი წლიდან პირველი წელი ქართული ენის შესწავლას მოხმარდება. ასევე, პრეზიდენტმა ისაუბრა ახლო მომავალში საგამოცდო სისტემის ცვლილებაზე და ცენტრალიზებული სასკოლო დამამთავრებელი გამოსაშვები გამოცდების შემოღებაზე.
მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე პრეზიდენტის პასუხები მოისმინეს.
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი ღონისძიებები
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არაერთი სიახლე გამოქვეყნდა, როგორც ფოიეში, ასევე უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. გადავწყვიტეთ თითოეულ განცხადებას გავცნობოდით. აღმოჩნდა, რომ განცხადებათა უმეტესობა თვითმართველობის მიერ მოწყობილ ექსკურსიებსა და კონკურსებს ეხება. გთავაზობთ თითოეულ მათგანს:ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, ღონისძიებების კოორდინატორის თანამდებობაზე.
სტუდენტური კლუბი აცხადებს მიღებას შემდეგ წრეებში:
1. ქართული ხალხური ცეკვები
2. დრამატული
3. მომღერალთა გუნდი
4. გიტარაზე დაკვრის შემსწავლელი
5. საესტრადო ანსამბლი
6. დასარტყამ ინსტრუმენტებზე შემსწავლელი
სწავლა ფასიანია, მსურველებმა მიაკითხეთ კლუბის დირექტორს 10 სთ-დან 16 სთ-მდე.
ასევე ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ბაზაზე არსებული მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბი-FESC აცხადებს კონკურსს თემებზე:
1. ბიზნესი და ბიზნეს გარემო საქართველოში
2. რეკლამის როლი ბიზნესში
3. ბიზნესის დაზღვევის არსი და მნიშვნელობა
4. კომერციული ბანკების მიზნები და გამოწვევები საქართველოში
ნაშრომი მიიღება 23 ნოემბრის ჩათვლით.
გაცნობებთ, რომ სტუდენტურ იურისტთა კლუბის S.L.C-სა და სტუდენტური თვითმართველობის ინიციატივით და ორგანიზებით ხორციელდება პროექტი ”სამართლის სფეროში არსებული პრობლემატიკა”. პროექტის ფარგლებში ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეგიძლიათ წარმოადგინოთ თემები იმაზე თუ, როგორ ხედავთ დღეს ქართულ სამართლებრივ სისტემაში არსებულ პრობლემებს. კომპეტენტური ჟიურის მიერ შეირჩევა 10 საუკეთესო ნამუშევარი. პირველი სამი ადგილის მფლობელები მიიღებენ სიგელებს და სამახსოვრო საჩუქრებს.
უნივერსიტეტში ასევე ტარდება ლიტერატურული კონკურსებიც. მაგალითად:
UNI-პოეზია 2009 გაცნობებთ, რომ სალექციო კურსის ,,რა არის პოეზია, პოეტებისა და მუზები”-ს ფარგლებში ტარდება ლიტერატურული კონკურსი. შემოქმედ სტუდენტებს გთხოვთ წარმოადგინოთ მხატვრული ნაწარმოებები(მაქსიმუმ 10 გვერდი, პოეზია ან პროზა)გარდა ასეთი განცხადებებისა, ასევე ვხვდებით პრეზენტაციაზე მისაწვევ განცხადებებსაც. ასე მაგალითად: გიწვევთ ანა კალანდაძის ახალი წიგნის პრეზენტაციაზე. ასევე 17 ნოემბერს 19:00 საათზე თუმანიშვილის თეატრის ფოიეში გამომცემლობა ,,ინტელექტი” გიწვევთ წიგნის პრეზენტაციაზე. ბილეთის შეძენა შეგიძლიათ უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურში, ოთახი N333. ფასი 2 ლარი.
და ბოლოს, გაგაცნობთ ინფორმაციას, რომელიც ეხება საპატრიარქოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფლიქოლოგიური დახმარების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელიც ატარებს ტრეინინგებს შემდეგი მიმართულებებით:
1. საეკლესიო ფსიქოლოგია
2. ფსიქოთერაპია
3. არტთერაპია
4. ორგანიზაციის ფსიქოლოგია
ჩოხელი ქეთი
პერტაია მარი
სტუდენტობა გვაერთიანებს
Friday, November 6, 2009
9 ოქტომბერს 3 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წითელ დარბაზში ეტალონის ჯგუფის ორგანიზატორობითა და სტუდენტების ერთიანობით გაიმართა ღონისძიება, სადაც მონაწილე ათამდე უმაღლეს სასწავლებლებს საშუალება მიეცათ მოეწყოთ თავიაანთი პროექტების პრეზენტაცია. ამ უნივერსიტეტებს შორის იყო ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. ეს იყო აქცია–კონცერტი "ეტალონიდან დემოკრატიამდე, დიდი პერსპექტივა სტუდენტებისთვის". ღონისძიების დევიზი იყო: "სტუდენტობა გვაერთიანებს". ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ: უმაღლესი სასწავლებლების ანსამბლები, ახალგაზრდა შემსრულებლები და მედია–პროექტ ეტალონის მეგობარი მომღერლები. პატარები უნივერსიტეტში
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნების მაღაზია ,,ლიგამუსი,, თითქმის ყოველ შაბათს სხვადასხვა ღონისძიებებს აწყობს, სტუმრებსაც მასპინძლობს. ეწყობა წიგნის პრეზენტაციები, ლიტერატურული საღამოები, ზღაპრების კითხვა პატარებისთვის და ასევე განსაკუთრებული საზეიმო დღესასწაულები.
14 ნოემბერს ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით წიგნის მაღაზია ,,ლიგამუსში,, დაიდგა სპექტაკლი (ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოები). საგანგებოდ მოწყობილ ბავშვების ოთახში სპექტაკლი 12 საათზე დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და მოწვეულმა ბავშვებმა მიიღეს.ზეიმს დაესწნენ პატარები მშობლებთან ერთად. მათ მოეწონათ პეპი გრძელი წინდა, კარლსონი და სხვა პერსონაჟები. ზეიმი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, მაგრამ ბავშვების გამომეტყველება იმაზე მიუთითებდა, რომ ისინი ძალიან გამხიარულდნენ. ზეიმის ორგანიზატორები კიდევ ბევრ საინტერესო საღამოს დაჰპირდნენ პატარებს.
სტუდენტობა გვაერთიანებს
9 ოქტომბერს 3 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წითელ დარბაზში ეტალონის ჯგუფის ორგანიზატორობითა და სტუდენტების ერთიანობით გაიმართა ღონისძიება, სადაც მონაწილე ათამდე უმაღლეს სასწავლებლებს საშუალება მიეცათ მოეწყოთ თავიაანთი პროექტების პრეზენტაცია. ამ უნივერსიტეტებს შორის იყო ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. ეს იყო აქცია–კონცერტი "ეტალონიდან დემოკრატიამდე, დიდი პერსპექტივა სტუდენტებისთვის". ღონისძიების დევიზი იყო: "სტუდენტობა გვაერთიანებს". ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ: უმაღლესი სასწავლებლების ანსამბლები, ახალგაზრდა შემსრულებლები და მედია–პროექტ ეტალონის მეგობარი მომღერლები.